„ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა - 39 პალესტინელი პატიმარი

„ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა - 39 პალესტინელი პატიმარი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გათავისუფლებულ ისრაელელებს შორის უმრავლესობა - 8 ადამიანი - ბავშვია.

ცნობისთვის, პარასკევს, „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებულ მძევალთა პირველ ჯგუფში მხოლოდ 4 ბავშვი იყო.

მძევლები წითელი ჯვრის სასწრაფო დახმარების მანქანებით ღაზას სექტორიდან ეგვიპტეში გადაიყვანეს, ეგვიპტიდან კი კერემ შალომის სასაზღვრო პუნქტის გავლით - ისრაელში, სადაც ისინი უკვე საავადმყოფოებში გადაანაწილეს სამედიცინო დახმარებისა და მონიტორინგისთვის.

ისრაელის ქალაქ რამათ-განში მდებარე შებას სამედიცინო ცენტრის დირექტორის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლებულ პირებს მძევლობაში გატარებული დრო ეტყობათ, არც ერთ მათანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს