ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს - ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ხალხი დავიცვათ

ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უკრაინასთან სოლიდარობას გამოვხატავ, 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკებისადმი წინააღმდეგობა ჩვენ საერთო მოვალეობად რჩება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უკრაინასთან სოლიდარობას გამოვხატავ, ჩვენ პატივს ვცემთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლს.

90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკებისადმი წინააღმდეგობა ჩვენ საერთო მოვალეობად რჩება, რათა უზრუნველვყოთ, რომ ისტორია არ განმეორდეს”, - წერს ზურაბიშვილი.

პოსტის კომენტარებში საქართველოს პრეზიდენტს უკრაინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება.

“ვაფასებ უკრაინასთან თქვენს სოლიდარობას ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული ბევრი ტანჯვა გადაიტანეს. ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი დავიცვათ”, - წერს ზელენსკი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა