Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს

ავსტრიული ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს.

კომპანია კავკასიის რეგიონში სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სერვისებზე მზარდ მოთხოვნას პასუხობს და საქართველოს დედაქალაქში, მის თანამედროვე ლოგისტიკურ ტერმინალს კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად აფართოებს.

მშენებლობის საძირკველს საფუძველი უკვე ჩაეყარა და პროექტის დასრულება 2024 წლის შემოდგომისთვის იგეგმება.

„ეს ჩვენთვის გადამწყვეტი ნაბიჯია, რადგან საქართველოში ჩვენი სერვისების განვითარების გაგრძელება გვაქვს დაგეგმილი. დამატებითი ლოგისტიკური ფართობი საშუალებას მოგვცემს მზარდი ბიზნეს მოცულობები სწრაფად და მოქნილად ვმართოთ, და უზრუნველვყოთ მომხმარებლის კმაყოფილება”, - აცხადებს Gebrüder Weiss-ის საქართველოს გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხარლამოვი.

„ამასთან ერთად, აღნიშნული გაფართოებით ჩვენ ვგეგმავთ გავზარდოთ ყაზახეთთან თანამშრომლობა, ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს რეგიონალური ჰაბის როლზე და საერთაშორისო საკვანძო კლიენტებზე“ - აღნიშნავს Gebrüder Weiss-ის რეგიონული მენეჯერი ტომას მოზერი.

სულ ახლახანს, Gebrüder Weiss-მა დანერგა რეგულარული ნაკრები ტვირთის სახმელეთო ტრანსპორტირების მომსახურება თბილისსა და ალმათის (ყაზახეთი) შორის, რაც ცენტრალურ აზიას უფრო მჭიდროდ აკავშირებს Gebrüder Weiss-ის ერთიან ევროპულ ქსელთან და თავის მხრივ მომხმარებელს სთავაზობს საჰაერო გადაზიდვის ალტერნატიულ საშუალებას.

Gebrüder Weiss-ის ლოგისტიკური ტერმინალი საქართველოში 2012 წელს დაფუძნდა და ის ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საქონლის ტრანსპორტირების მნიშვნელოვან ჰაბად იქცა. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქონლის იმპორტი და ექსპორტი კიდევ უფრო მკვეთრად გაიზარდა, როგორც ევროკავშირის, საქართველოს მეზობელი ქვეყნების - სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, ასევე, ცენტრალური აზიის მიმართულებითაც. შესაბამისად, სატრანსპორტო მარშრუტებზე, სასაწყობე ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკურ სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა. Gebrüder Weiss საქართველომ, ამ ეკონომიკურ განვითარებას, არსებული ლოგისტიკური ფართობის 13 000 მ2 მეტით გაზრდით პასუხობს.

Gebrüder Weiss-მა კავკასიის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და გეოსტრატეგიული მნიშვნელობა ადრეულად აღიარა და ამ რეგიონში უკვე განახორციელა ინვესტიციები, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდა. დღესდღეობით, ტექსტილის, საყოფაცხოვრებო საქონლის, მაღალტექნოლოგიური და საავტომობილო მრეწველობის მრავალი დიდი მომხმარებელი ავსტრიული ლოგისტიკური კომპანიის სწრაფ და საიმედო სერვისებს ეყრდნობა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, Gebrüder Weiss-მა ჯამურად, 500 000 ტონამდე ტვირთი გადაზიდა.

ინფორმაციისთვის, ლაუტერახში, ავსტრიაში მდებარე Gebrüder Weiss Holding AG გლობალურად მომუშავე სრული ლოგისტიკური სერვისების მომწოდებელი კომპანიაა. მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიის საკუთრებაში არსებულ 180 ლოკაციაზე, დასაქმებულია დაახლოებით, 8 400 თანამშრომელი. 2022 წელს, ჰოლდინგის წლიურმა გაყიდვებმა 3 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიის პორტფოლიო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს, ციფრულ სერვისებსა და მიწოდების ჯაჭვის მართვას მოიცავს. ციფრული და ფიზიკური კომპეტენციების ერთობლიობა Gebrüder Weiss-ს საშუალებას აძლევს, მომხმარებლის საჭიროებებს სწრაფად და მოქნილად უპასუხოს. ვაისების ოჯახის მიერ მართულმა კომპანიამ - ისტორიით, რომელიც ნახევარ ათასწლეულზე მეტს ითვლის - გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების ფართო სპექტრი დანერგა. დღეისთვის, ის აგრეთვე მიჩნეულია პიონერად მდგრად ბიზნეს-პრაქტიკებში.

www.gw-world.com

(R)

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა