არჩილ თალაკვაძე ISFED-ის შეფასებაზე - ეს შეიძლება შეფასდეს როგორც შეტევა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მის ადმინისტრირებაზე - შესაძლოა, ეს ცესკო-ს წინააღმდეგ „შავი კამპანიის“ ნაწილი იყოს

პარლემენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასა და საქართველოში დანერგილი ელექტრონული აპარატების შესახებ ISFED-ის ანგარიში „შეიძლება შეფასდეს როგორც შეტევა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მის ადმინისტრირებაზე“.

თალაკვაძის განცხადებით, შესაძლოა, ეს ცესკო-სა და ელექტრონული სისტემის წინააღმდეგ მიმართული „შავი კამპანიის“ ნაწილი იყოს.

„არაფერი არ უნდოდა იმის გარკვევას, რომ მოქალაქე, რომელიც პირადობის მოწმობით მიდის ერთ საარჩევნო უბანზე, ხმას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ მანქანაში, სიაში მისი სახელი და გვარი, პირადი ნომერი არის დარეგისტრირებული, თუ მეორეჯერ მოდის ამ უბანზე და იგივე პირადობის მოწმობას აჩვენებს, ელექტრონული მანქანა მას არ აძლევს ხმის მიცემის საშუალებას. თუ სხვა უბანზე მიდის, მას შემდეგ რაც ერთ უბანზე მისცა ხმა, ხელმეორედ სხვა უბანზე ხმის მიცემის საშუალებასაც ელექტრონული მანქანა არ იძლევა, რადგან სხვა უბანზე მისი სახელი და გვარი არ არის რეგისტრირებული.

ამის გარკვევა იყო უმარტივესი სანამ ანგარიშს, ასეთი ტიპის დეზინფორმაციას გამოაქვეყნებ. რა თქმა უნდა, ავტორიტეტული ორგანიზაცია უნდა ამოწმებდეს ამ ნიუანსებს. შეიძლება, საქმე გაცილებით უარესთან გვაქვს - როცა მათ ეს გადამოწმებული აქვთ, იციან კიდეც, მაგრამ შეგნებულად აგრძელებენ დეზინფორმაციას. ეს შეიძლება იყოს იმ „შავი კამპანიის“ ნაწილი, რომელსაც ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში ცესკო-ს და ელექტრონული სისტემის წინააღმდეგ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, ISFED- მა კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე და საქართველოში დანერგილი ელექტრონული აპარატების შეფასება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი ამომრჩეველთა ვინაობის შემოწმებას ბიომეტრიული მონაცემებით არ ახდენს, რაც მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიულ შესაძლებლობას კვლავ ტოვებს. ISFED- ის თანახმად, არსებულ აპარატებზე თითის ანაბეჭდით ამომრჩევლის იდენტიფიკაციის ფუნქციის დამატება შესაძლებელია, შესაბამისად, საჭიროა დაიწყოს მის დანერგვაზე მუშაობა.

რაც შეეხება ხმის მიცემისა და დათვლის პროცესს, ISFED- ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში შემოტანილი ოპტიკური ნიშნის ამომცნობი აპარატი შედარებით მოძველებული ტექნოლოგიაა, რომელიც ყველა გამოწვევას ვერ პასუხობს.

„მის ნაცვლად, სასურველია, გამოყენებულ იქნას ხმის მიცემისა და დათვლის აპარატები, რომელიც გამორიცხავს ბიულეტენების ბათილობას მათი არასწორად შევსების გამო და იძლევა შესაძლებლობას, სრულად აღკვეთოს ისეთი მანკიერი გამოცდილება, როგორიც არის საარჩევნო ბიულეტენების უბნიდან გატანა (ე.წ. „კარუსელი“). გარდა ამისა, ოპტიკური ნიშნის ამომცნობი აპარატისგან განსხვავებით, მათმა გამოყენებამ შეიძლება უკეთ უზრუნველყოს კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში