კოკა კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ მან იურიდიულ კომიტეტზე მოსმენისას აღნიშნა.

მისი განცხადებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის მე-4 პუნქტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ეხება, სწორედ ამ მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული.

როგორც მან აღნიშნა, გაზრდილი საგამოძიებო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების, ინსტიტუციური გაძლიერების აუცილებლობით გამოწვეული მიზნების დასაძლევად და უწყების ფუნქციური დამოუკიდებლობის უფრო მეტი კომპონენტის მოსაპოვებლად, სამსახურმა საქართველოს პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა, რომლის საფუძველზეც საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.

„საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი გაიზარდა და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტების გამოძიების უფლებამოსილება მიენიჭა. ეს ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას წარმატებით შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება და საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიება დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს დაუქვემდებაროს.“ - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.

როგორც კოკა კაციტაძემ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში გამოვლენილი ისეთი დანაშაულების გამოძიების უფლება მიენიჭა, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურებას, უკანონო დაკავებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და სამსახურებრივ სიყალბეს უკავშირდება.

ცვლილების მიხედვით, არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობრივ დანაშაულებს სამსახური მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიძიებს, თუ მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ჩაიდენს.

მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით, „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს პენიტენციურ დაწესებულებებში დაუბრკოლებლად, სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიეცათ, რათა მათ პატიმრების საჩივრებთან დაკავშირებით დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინონ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში