ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არსებულ ვითარებასა და იმაზე, ვის რა შანსები აქვს გახდეს აშშ-ს პრეზიდენტი, აშშ-ევროპის ურთიერთობების პერსპექტივებზე, ასევე სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს პოლიტიკაზე, „ინტერპრესნიუსი“, პოლიტოლოგს, პოლიტოლოგიის დოქტორს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.

- ბატონო ავთანდილ, 2024 წელი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის. 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში უნდა გაიმართოს.

თქვენ როგორ დაახასიათებდით თითქმის ერთი წლით ადრე აშშ-ში არსებულ ვითარებასა საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების თვალსაზრისით?

- 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აშშ-ს ჯერჯერობით ორი ლიდერი ჰყავს, ბაიდენი და ტრამპი. ტრამპს ახლა მეტი შანსები აქვს, რადგან ახლა ბაიდენზე მეტი რეიტინგი აქვს, მაგრამ, სიტუაცია ცვალებადია და არჩევნებამდე შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს.

ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკის საზოგადოებასა და ელიტებში არის ახალი ლიდერის მოთხოვნილება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბაიდენიცა და ტრამპიც ასაკოვანები არიან. თან, ამერიკული პოლიტიკისთვის არ არის დამახასიათებელი საპრეზიდენტო არჩევნებზე „მატჩი-რევანში“.

ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკის საზოგადოებასა და ელიტებში არის ახალი ლიდერის მოთხოვნილება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბაიდენიცა და ტრამპიც ასაკოვანები არიან. თან, ამერიკული პოლიტიკისთვის არ არის დამახასიათებელი საპრეზიდენტო არჩევნებზე „მატჩი-რევანში“

როცა საპრეზიდენტო არჩევნებს პრეზიდენტობის კანდიდატი აგებს, როგორც ტრამპმა წააგო, შემდეგ არჩევნებზე ის თავის კანდიდატურას აღარ აყენებს. ასეთი რამ, ამერიკულ ტრადიციაში არაა. მაგრამ, ამ თვალსაზრისით, ტრამპმა ამერიკული ტრადიცია დაარღვია.

- ბრძანეთ, რომ საზოგადოებას და პოლიტიკურ ელიტას ორივე კანდიდატის ასაკი აწუხებს.

თუმცა, ბაიდენის ასაკი აწუხებს 2/3, ხოლო ტრამპის, მხოლოდ 1/3-ს. ეს ტრამპის სასარგებლოდ მეტყველებს?

- დიახ, ტრამპის სასარგებლოდ მეტყველებს. მაგრამ, ტრამპისთვის ახლა ყველაზე დიდი პრობლემა ის სასამართლოებია, რომელიც მის წინააღმდეგ უნდა გაიმართოს და ეს საზოგადოებასაც აღელვებს და პოლიტიკურ ელიტებსაც.

ასეა, რადგან, ეს ქმნის არასტაბილურ ვითარებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა, ის ვერ იქნება სრულფასოვანი პრეზიდენტი.

- მას შემდეგ, რაც ტრამპის წინააღმდეგ საქმეები აღიძრა, იყო განცდა, რომ ის აღარც დააყენებდა საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას. მაგრამ, პირიქით მოხდა.

თქვენი დაკვირვებით, 2024 წლის არჩევნებზე რა შანსები აქვს ტრამპს?

- საქმე ისაა, რომ ტრამპს უკანდასახევი გზა არ აქვს. თუ ტრამპმა არჩევნები მოიგო, მას აქვს შანსი თავისი თავი შეიწყალოს და ასე აარიდოს თავი ძიებას.

ტრამპი უკან დახევას არ აპირებს და პრეზიდენტობისთვის ბოლომდე იბრძოლებს. ტრამპი მის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო გარჩევებს, პოლიტიკურ დევნად აფასებს

თუ ტრამპი ფედერალური სასამართლოებმა გაამტყუნეს, მას შეუძლია თავისი თავი შეიწყალოს, მაგრამ, თუ შტატების სასამართლოებმა გაამტყუნეს, იგი შეწყალების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

ახლა ასე ჩანს - ტრამპი უკან დახევას არ აპირებს და პრეზიდენტობისთვის ბოლომდე იბრძოლებს. ტრამპი მის წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო გარჩევებს, პოლიტიკურ დევნად აფასებს.

- დღეის მდგომარეობით გაპრეზიდენტების შანსები რომელს მეტი აქვს - ბაიდენს, თუ ტრამპს?

- საქმე ისაა, რომ საზოგადოების ნაწილსა და პოლიტიკურ ელიტებს არც ერთ ლიდერის გამარჯვება არ აწყობს. რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური ელიტა ახალი პოლიტიკური ფიგურის გამოჩენას ელოდება.

ჯონ კენედი იყო უცნობი ფიგურა, მაგრამ, საპრეზიდენტო არჩევნები მოუგო ძალიან გამოცდილ რიჩარდ ნიქსონს. ახალი ფიგურა იყო კარტერი, ბილ კლინტონი, ბარაკ ობამა. ახლა ამერიკულ მედიაში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ახალ რეალობასა და გარემოში საჭიროა ახალი პოლიტიკური ლიდერი.

ახალი პოლიტიკურ ლიდერზე მოთხოვნა აშშ-ს პოლიტიკურ ელიტებში არის. მეორე მხრივ, სოციოლოგიურ გამოკითხვეში ცხადად ჩანს, რომ საზოგადოებას სურს ჰყავდეს ახალი ლიდერი

ამგვარი ინიციატივით ჟურნალ POLITICO-ში გამოვიდა კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი. მან ამ გამოცემას განუცხადა - „ჩვენ გვჭირდება ახალი სისხლი“. ახალი პოლიტიკურ ლიდერზე მოთხოვნა აშშ-ს პოლიტიკურ ელიტებში არის. მეორე მხრივ, სოციოლოგიურ გამოკითხვებში ცხადად ჩანს, რომ საზოგადოებას სურს ჰყავდეს ახალი ლიდერი.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ახალ პოლიტიკურ ფიგურად არნოლდ შვარცენეგერი მოგვევლინოს?

- ამერიკულ პოლიტიკაში პრეზიდენტობის ახალ კანდიდატად შვარცენეგერის გამოჩენა გამორიცხულია, რადგან იგი ავსტრიაშია დაბადებული და არ აქვს უფლება კენჭი იყაროს ამერიკის პრეზიდენტად.

შვარცენეგერს აშშ-ს პრეზიდენტობა ძალიან კი უნდოდა, მაგრამ, მას ამ სურვილის რეალიზების უფლებას ამერიკული კანონი არ აძლევს.

ამერიკულ პოლიტიკაში პრეზიდენტობის ახალ კანდიდატად შვარცენეგერის გამოჩენა გამორიცხულია, რადგან იგი ავსტრიაშია დაბადებული და არ აქვს უფლება კენჭი იყაროს ამერიკის პრეზიდენტად

ამერიკაში ბაიდენი-ტრამპის დაპირისპირებამ კრიზისი იმდენად გააღრმავა, არაა გამორიცხული აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ახალი პოლიტიკური ფიგურა გამოჩნდეს. ახალი პოლიტიკური ფიგურის გამოჩენა კრიზისს განმუხტავდა და საზოგადოებას ახალ დღის წესრიგს შესთავაზებდა.

- მაშინ კითხვას ასე დავსვამ - „რესპუბლიკელებში“ და „დემოკრატებში“ ვის აქვს მეტი შანსი გახდეს ჯერ პარტიის, ხოლო შემდეგ ქვეყნის ახალი ლიდერი? ვინ შეიძლება გამოჩნდეს?

- იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც ახლა ჩანან, მათ შორის ყველაზე მეტი შანსი ბაიდენსა და ტრამპს აქვთ. „დემოკრატიულ“ პარტიაში ბაიდენს მეტოქე არ ჰყავს, მხედველობაში მყავს ისეთი მეტოქე, რომელსაც შეუძლია ტრამპის დამარცხება. „რესპუბლიკურ“ პარტიაშიც ასეთი სიტუაციაა. ორივე „დემოკრატიულ“ და „რესპუბლიკური“ პარტიას ლიდერების კრიზისი აქვს.

თუ ამერიკულ პოლიტიკაში ახალი ფიგურები გამოჩნდებიან, ეს ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფიგურები იქნებიან. მაგრამ, ისინი არ ჩანან. ახალი პოლიტიკური ფიგურის გამოჩენა შესაძლებელია „დემოკრატებშიც“ და „რესპუბლიკელებშიც“. ახლა საქმე ისაა, რომელს უფრო კაშკაშა ლიდერი ეყოლება.

„დემოკრატიულ“ პარტიაში ბაიდენს მეტოქე არ ჰყავს, მხედველობაში მყავს ისეთი მეტოქე, რომელსაც შეუძლია ტრამპის დამარცხება. „რესპუბლიკურ“ პარტიაშიც ასეთი სიტუაციაა. ორივე „დემოკრატიულ“ და „რესპუბლიკური“ პარტიას ლიდერების კრიზისი აქვს

მათ ვინაობას ახალა ვერავინ ვერ იტყვის ბევრი მიზეზის გამო. როდესაც პოლიტიკურ მოედანზე ჯონ კენედი გამოჩნდა, ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. ამერიკულ პოლიტიკაში მაინცადამაინც არც ბარაკ ობამაც არ ჩანდა, მაგრამ, უცბად გახდა პოპულარული.

ამერიკულ პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური ლიდერი შესაძლოა ზამთრის განმავლობაში გამოჩნდეს, შემდეგ გვიანი იქნება. პოპულარობის მოსაპოვებლად დროა საჭირო, 2024 წლის არჩევნებამდე კი არც ისე დიდი დროა დარჩენილი.

- ტრამპის კონკურენტად ასახელებენ ახალგაზრდა კენედის. მაგრამ, მასზე ამბობენ, რომ იგი არა ტრამპის კონკურენტი, მან ტრამპისთვის ხმების წართმევის როლი უნდა შეასრულოს ...

- კენედი დამოუკიდებელი კანდიდატია. ასეთი ვითარება შეიძლება შეიქმნას როცა არჩევნებში არა მხოლოდ ბუში უფროსი და ბილ კლინტონი იღებდნენ მონაწილეობას, არამდე მათ გარდა მონაწილეობდა როს პერო. როს პერომ ხმები უფროს ბუშს წაართვა და არჩევნებში კლინტონმა გაიმარჯვა.

თუ 2024 წლის არჩევნების ბოლო ეტაპზე სამი კანდიდატი იქნა, მაშინ კენედი ხმებს წაართმევს ტრამპს. დიახ, ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენედის გამოჩენა ბაიდენის შტაბის გათვლის შედეგია.

თუ 2024 წლის არჩევნების ბოლო ეტაპზე სამი კანდიდატი იქნა, მაშინ კენედი ხმებს წაართმევს ტრამპს. დიახ, ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენედის გამოჩენა ბაიდენის შტაბის გათვლის შედეგია

ვიმეორებ, თუ მომავალი წლის დასაწყისში ამერიკის პოლიტიკაში იანვარში, ან გაზაფხულამდე მაინც ახალი პოლიტიკური ფიგურა არ გამოჩნდა, შემდეგ, გვიანი იქნება და 2024 წლის არჩევნებზე მთავარი კონკურენტები ისევ ბაიდენი და ტრამპი იქნებიან და ბაიდენსა და ტრამპს შორის „განმეორებითი მატჩი,“, ან „მატჩი-რევანში“ შედგება.

- იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპი „იზოლაციონისტია“, ბაიდენი „გლობალისტი“, საქართველოსთვის რამდენად მნიშვნელოვანია 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები?

- თუ 2024 წლის არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა და იგი თავისი პროგრამის რეალიზაციას დაიწყებს, ეს საქართველოსთვის კარგი ვარიანტი არ იქნება. ტრამპს მიაჩნია, რომ საქართველოს პრობლემა ევროპის პრობლემაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აშშ აქტიურად არ იქნება ჩართული არც უკრაინის ამბებში და არც სამხრეთ კავკასიის საკითხებში.

თუ არჩევნები ბაიდენმა მოიგო, იგი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერასაც და სამხრეთ კავკასიაში თავისი პოლიტიკის გატარებას.

თუ 2024 წლის არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა და იგი თავისი პროგრამის რეალიზაციას დაიწყებს, ეს საქართველოსთვის კარგი ვარიანტი არ იქნება. ტრამპს მიაჩნია, რომ საქართველოს პრობლემა ევროპის პრობლემაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აშშ აქტიურად არ იქნება ჩართული არც უკრაინის ამბებში და არც სამხრეთ კავკასიის საკითხებში

- ახლა ერთ-ერთი აქტუალური თემაა აშშ გამოუყოფს თუ არა უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს.

ვიცით, როგორია ძალთა თანაფარდობა სენატსა და კონგრესში. ამის გათვალისწინებით რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?

- ამერიკული პოლიტიკა ისეა მოწყობილი, რომ ბოლო წუთამდე არ იციან რა როგორ დასრულდება, რადგან პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ვაჭრობა. პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ვაჭრობა ამერიკული პოლიტიკისთვის დამახასიათებელია. ამიტომ, ერთი მხარეც და მეორეც ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ თავისი პროგრამა შეასრულოს.

იმ შემთხვევაში, თუ ამერიკამ დაბლოკა უკრაინისთვის დახმარება, ამ შემთხვევაში ევროპა იძულებული იქნება გაზარდოს უკრაინისთვის დახმარება. იმიტომ რომ ომი ევროპაშია და რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება.

იმ შემთხვევაში, თუ ამერიკამ დაბლოკა უკრაინისთვის დახმარება, ამ შემთხვევაში ევროპა იძულებული იქნება გაზარდოს უკრაინისთვის დახმარება. იმიტომ რომ ომი ევროპაშია და რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება

ძირითადი ქვეყნები იქნება გერმანია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სკანდინავიის ქვეყნები, ფინეთი, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რომლებსაც დიდი რესურსი არ აქვთ, მაგრამ გაბედულად არიან განწყობილი.

გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად და მასთან დასაპირისპებლად.

თუ ბაიდენმა გაიმარჯვა, ევროპა თავის უსაფრთხოებას ამერიკის ზედამხედველობით უზრუნველყოფს. ეს იქნება „ცივი ომი“-2-ის ვარიანტი. თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ევროპა იძულებული იქნება თავად გაუმკლავდეს რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებსა და აგრესიას. ანუ, გაზარდოს თავისი სამხედრო მრეწველობა.

თუ ბაიდენმა გაიმარჯვა, ევროპა თავის უსაფრთხოებას ამერიკის ზედამხედველობით უზრუნველყოფს. ეს იქნება „ცივი ომი“-2-ის ვარიანტი. თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ევროპა იძულებული იქნება თავად გაუმკლავდეს რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებსა და აგრესიას. ანუ, გაზარდოს თავისი სამხედრო მრეწველობა

ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში პლუსი შესაძლოა ის იყოს, რომ ევროპა გახდება სუბიექტი და დამოუკიდებელი მოთამაშე.

- ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები ახლა ისეთი ძლიერი და ახლოა, როგორც არასდროს.

რამდენად რეალისტურად გამოიყურება ამგვარი მტკიცებები?

- საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით აშშ-ს არ აქვს გარკვეული თავისი სტრატეგია სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ. სტრატეგიის არარსებობის პირობებში ვითარება ინერციულად ვითარდება.

ასეთ ვითარებაში არც ერთი მიმართულებით გადამწყვეტი ნაბიჯები არ იდგმება. ამერიკელებს არ უნდათ სამხრეთ კავკასიაში გავლენის დაკარგვა, მაგრამ, ჯერჯერობით არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიერონ.

ამერიკელებს არ უნდათ სამხრეთ კავკასიაში გავლენის დაკარგვა, მაგრამ, ჯერჯერობით არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიერონ

- ამბობთ, ამერიკას სამხრეთ კავკასიის მიმართ არ აქვთ სტრატეგიაო, მაგრამ, ამერიკელები ხშირად საუბრობენ შავ ზღვაში ნატოს გაძლიერებაზე. ნატოში კი წამყვანი როლი ამერიკელებს ეკუთვნის...

- ამ თემაზე, უფრო სწორად ასეთ გეგმებზე საუბრობენ. სენატშიც იყო მოსმენები, არა ერთი მოხსენება მომზადდა. საუბარია ცენტრალური აზიიდან და სამხრეთ კავკასიის გავლით ახალი დერეფნის შექმნაზე, ახალი ნავთობსადენების მშენებლობაზე, რის შემდეგაც ევროპას არ დასჭირდება რუსული გაზი. მაგრამ, ეს ჯერ მხოლოდ გეგმებია, რომელსაც პრაქტიკული ნაბიჯები არ მოჰყოლია.

ამიტომაცაა, რომ საქართველო იძულებულია გაატაროს ბალანსირების პოლიტიკა. ჩვენ ახლა გარდამავალ პერიოდში ვართ, ასეა, რადგან დასავლეთის ქვეყნების უსაფრთხოების კონცეფცია საბოლოოდ ჯერ არაა ჩამოყალიბებული.

საქართველო იძულებულია გაატაროს ბალანსირების პოლიტიკა. ჩვენ ახლა გარდამავალ პერიოდში ვართ, ასეა, რადგან დასავლეთის ქვეყნების უსაფრთხოების კონცეფცია საბოლოოდ ჯერ არაა ჩამოყალიბებული

თუ ბაიდენი გაიმარჯვებს, მეორე „ცივი ომის“ სცენარი განხორციელდება. თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ევროპა ააშენებს საკუთარ უსაფრთხოების სისტემას და გახდება დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშე.

- მას შემდეგ, რაც 15 დეკემბერს საქართველოს მიანიჭებენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, საქართველოს მოძრაობა ევროპის მიმართულებით გააქტიურდება თუ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ ჩატარდება საქართველოში არჩევნები?

- საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება სიმბოლური ნაბიჯია ევროპის მხრიდან. თუმცა, იმის ნიშანიცაა, რომ ევროპა საქართველოში თავის გავლენას ინარჩუნებს.

რაც შეეხება პრაქტიკულ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ევროპაც ელოდება იმას, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები საქართველოში 2024 წელს.

თუ აშშ-ს არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა, ევროპა სამხრეთ კავკასიაში თავის პოლიტიკას აშშ-სგან დამოუკიდებლად უფრო აქტიურად გაატარებს. არჩევნების შედეგები არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნების შედეგები აჩვენებს თუ რა სტრატეგია ექნება აშშ-ს სამხრეთ კავკასიის მიმართ. თუ აშშ იქნება ევროპის უსაფრთხოების გარანტი, ეს სხვა სიტუაციაა, თუ ევროპამ თავის თავზე აიღებს ევროპული უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეს კიდევ სხვა ვითარებაა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო