კოკა კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმატება ნიშნავს ქვეყნის წარმატებას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმატება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის წარმატებას ნიშნავს.

ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკლე დროში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება შეძლო, რამაც შედეგად უწყების ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაძლიერება, გამჭვირვალე, ეფექტური გამოძიების სტანდარტების და მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომების და სტანდარტების ჩამოყალიბება მოიტანა.

როგორც კოკა კაციტაძემ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, განმცხადებლის და დაზარალებულის დასაცავად დაცვის სპეციალური ღონისძიებების წესი ამოქმედდა, რომელიც საგამოძიებო პროცესში მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

„სამსახურის ინიციატივით მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო შეიქმნა, რომელიც მოქალაქეებს სამსახურის სერვისებზე წვდომას უადვილებს და მათ დახმარებას ყოველდღიურად ახორციელებს.შეიქმნა სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭო, რომელიც დანაშაულის შემცირების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ხელშეწყობის საკითხებზე აქტიურად მუშაობს.

მთავრობასთან თანამშრომლობით სამსახურს კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი რეგიონული ოფისები დაემატა, რამაც სამსახურის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაზარდა. ახალი სათავო ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი გამოცხადდა. სამსახურმა, მცირე დროში გამოძიების 3 საერთაშორისო ქსელის წევრობის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, დღეს იგი ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურებთან ერთად არის წარმოდგენილი გაერთიანებაში და აქვს წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების მიღების საშუალება. ,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმატება ნიშნავს ქვეყნის წარმატებას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ, ეს დიდი მიზანი და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა არის სამსახურის თითოეული თანამშრომლის კარგად გათავისებული პასუხისმგებლობა, რომელიც გვაძლევს ენთუზიაზმს ჩვენი საქმე წარმატებით ვაკეთოთ“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 3 საერთაშორისო ქსელის წევრი სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ამოქმედებიდან ერთ წელიწადში, გახდა.

კოკა კაციტაძის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს პირდაპირი კომუნიკაცია დაამყაროს მსგავსი კომპეტენციის მქონე ორგანოებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გაეცნოს სამართალდამცავი ორგანოების წინაშე მდგარ კონკრეტულ გამოწვევებს და გადაჭრის გზებს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გზით დანერგოს საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი საუკეთესო პრაქტიკა.

ცნობისთვის, 2023 წლის 17 მაისს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური პოლიციის მიმართ საჩივრების განმხილველ დამოუკიდებელ ორგანოთა ქსელის (Independent Police Complaints Authorities’ Network) ოფიციალური წევრი გახდა, რომელსაც საფრანგეთის სახალხო დამცველი თავმჯდომარეობს.

26 ოქტომბერს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ლონდონში, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის (Internal Criminal Investigations Network) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, ორგანიზაციის წევრად აირჩიეს.

სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელში (ICIN) 26 ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორისაა, ბელგიის პოლიციის მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომიტეტი, დანიის საპოლიციო საჩივრების დამოუკიდებელი სამსახური, შვედეთის სპეციალური საგამოძიებო დეპარტამენტი, ლიეტუვას იმუნიტეტის საბჭო, ნიდერლანდების დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, დიდი ბრიტანეთის მეტროპოლიტენის პოლიციის პროფესიული სტანდარტების სამსახური და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების დამოუკიდებელი საგამოძიებო და საზედამხედველო ფუნქციის მქონე უწყებები.

2023 წლის 3 ნოემბერს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელის“ (The European Partners against Corruption/EPAC) წევრი გახდა. და დუბლინში, რიგით 22-ე ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელი“ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ანტიკორუფციულ და პოლიციის საზედამხედველო 109 უწყებას აერთიანებს. მისი საქმიანობის მთავარი მისია საპოლიციო ზედამხედველობის მექანიზმებისა და ანტიკორუფციული მუშაობის ეფექტიანი სისტემების განვითარება, წევრ ინსტიტუტებს შორის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და თანამშრომლობის გაძლიერებაა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია