ირაკლი ღარიბაშვილი - დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - ეს ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ მოიტანა, თორემ წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო, ქვეყანას მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ

1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში, ეს ოფიციალურად, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციაა, ასევე, რეკორდულია დასაქმების დონეც - ეს ბოლო წლებში, ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმულმა სწორმა პოლიტიკამ და იმ ნაბიჯებმა მოიტანა, რომლებიც ჩვენ გადავდგით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს რომ წინა ხელისუფლება ყოფილიყო, არც მშვიდობა იქნებოდა და არც ეკონომიკური ზრდა.

„რაც შეეხება ზოგადად, მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას, იცით, რომ ჩვენ წელს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ახლაც ძალიან კარგი ტენდენციებია და მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტიური დინამიკა შევინარჩუნოთ. მინდა „საქსტატის“ მიერ წინა კვირას გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაურო, ეს ეხება ეკონომიკურ აქტივობას და დასაქმების საკითხებს. წელს, დასაქმებულთა რაოდენობა ყველა კვარტალში გაიზარდა. მესამე კვარტალშიც გაიზარდა, მეორეშიც, პირველშიც. მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია დასაქმებულთა რაოდენობამ ქვეყანაში. 1 მლნ 366 ათასი დასაქმებულია დღეს ქვეყანაში. ეს ოფიციალურად არის „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ასევე რეკორდულია დასაქმების დონეც. ეს ბოლო წლებში ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ და იმ ნაბიჯებმა მოიტანა, რომელიც ჩვენ გადავდგით, იმ მშვიდობის პოლიტიკამ, რომელიც ჩვენ გვაქვს, თორემ დღეს რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება და წინა მთავრობა, დღეს არც მშვიდობა იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა, არაფერი არ იქნებოდა. ქვეყანას ისინი მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ და გაანადგურებდნენ, როგორც მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ეს ქვეყანა. ამიტომ, ჩვენ მშვიდობიან პოლიტიკას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და განვითარების მაღალ ტემპს ვინარჩუნებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში