ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გვაქვს ფისკალური  და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, პროგრამების შინაარსით საინტერესო ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წელს მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე აისახება

ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში, ხარჯვითი ნაწილი 165 მლნ ლარით გაიზრდება. აქედან, უდიდესი ნაწილი - 130 მლნ ლარი ისევ ჩვენს რეგიონებში პროექტების დაფინანსებას მოხმარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოოდ, რეგიონული ფონდი 580 მლნ ლარი გახდება, რაც „ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტებს მომავალ წელს მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება შეეძლებათ“.

„გარდა ამისა, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ დამატებით 15 მლნ ლარი გამოვყავით და ეს თანხა გურიაში იმ ოჯახების კომპენსაციებისთვის მოხმარდება, რომელთა სახლები სტიქიის დროს დაზიანდა. ჩვენ 15 მლნ ლარს წელს ამ ადამიანებს ჩავურიცხავთ, სახლებს, ბინებს შევიძენთ. არც ერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე, ეს მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ. დამატებით, 15 მილიონს გამოვყოფთ უკვე 2024 წელს.

კიდევ ერთხელ შევაჯამებ, რომ საბოლოოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 25 მლრდ ლარი იქნება, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატება. 2012 წელს ბიუჯეტი 9 მილიარდ ლარამდე იყო, დაახლოებით, 8.6 თუ 8.7, მნიშვნელობა არ აქვს, 9 მილიარდ ლარამდე იყო ბიუჯეტი. აქაც 3-ჯერ არის გაზრდილი და მთლიანი ეკონომიკაც არის გაზრდილი 3-ჯერ.

კიდევ ერთხელ მადლობა ბატონო ლაშა [ფინანსთა მინისტრი] თქვენ და თქვენს გუნდს, ყველა მინისტრს მინდა მადლობა გადავუხადო, ჩვენს პარლამენტს, შესაბამის კომიტეტებს, რომლებმაც ინტენსიურად იმუშავეს მთავრობასთან ერთად. ჩვენ ბევრი ინიციატივა მოვისმინეთ მათგანაც, გავცვალეთ აზრები, ძალიან საინტერესო პროცესი გავიარეთ. ვფიქრობ, რომ ფისკალური თვალსაზრისით და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, პროგრამების შინაარსით საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი გვაქვს, რომელიც მომდევნო წელს ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე აისახება და რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებასაც“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა