თეონა აქუბარდია ირაკლი ბერაიას - კარგი იქნებოდა, თუ ბოდიშს პირადად მოვისმენდი - ბოდიში პირადად, არის ნამდვილი ბოდიში, ბოდიში ღიმილით - არ არის ბოდიში

მე ასე ვიცი, როცა რაღაც შემეშლება ხოლმე, ადამიანს პირადად ვუხდი ბოდიშს და კარგი იქნებოდა თუ პირადად ბოდიშსაც მოვისმენდი თქვენგან და არა ზოგადს, მათ შორის, ღიმილნარევს, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ბერაიას.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, მისთვის კომიტეტის სხდომაზე არც დღეს ყოფნაა ადვილი და არც ის არასასიამოვნო ამბავი, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„რაც შეეხება ბოდიშს, მე ასე ვიცი, როცა რაღაც შემეშლება ხოლმე, ადამიანს პირადად ვუხდი ბოდიშს და კარგი იქნებოდა თუ პირადად ბოდიშსაც მოვისმენდი თქვენგან და არა ზოგადს, მათ შორის, ღიმილნარევს. მე ამას უფრო მივიღებდი ბოდიშად, ვიდრე ის ბოდიშის ფორმა, სადაც საერთოდ არ იყო საუბარი, რომ ბოდიშს უხდით იმ ადამიანს, ვისაც მიაყენეთ ტკივილი და ეს არის იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი საკითხი, მე მყავს ოჯახი, ძალიან მძიმე ამბავი იყო, არ იყო ეს ადვილი ამბავი და არც ახლაა ჩემთვის ადვილი აქ ჯდომა. შესაბამისად, თუ ვსაუბრობთ ბოდიშზე, ბოდიში პირადად არის ნამდვილი ბოდიში, ბოდიში ღიმილით არ არის ბოდიში“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა, მოგვიანებით კი მან ამ განცხადებისთვის ბოდიში მოიხადა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში