თეონა აქუბარდია - რას აპირებს ხელისუფლება მაშინ, როცა ევროპარლამენტმა მოითხოვა რეზოლუციით, საქართველოს მთავრობამ წარუდგინოს ყველა იმ დამნაშავის სახელი და გვარი, რათა შეიქმნას „ტატუნაშვილი - ოთხოზორიას სიის“ ანალოგი

რას აპირებს ხელისუფლება მაშინ, როცა ევროპარლამენტმა მოითხოვა რეზოლუციით, რომ საქართველოს მთავრობამ წარუდგინოს ყველა იმ დამნაშავის სახელი და გვარი, რათა შეიქმნას ანალოგი ტატუნაშვილი- ოთხოზორიას სიისა და საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო რუსეთს დაეკისროს სანქციები,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აქუბარდიამ ბრიფინგზე ისაუბრა ასევე რეზოლუციის კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი ბაზების განთავსებას ეხება და აღნიშნა, რომ თვეზე მეტია „ქართული ოცნება“ ამ საკითხთან დაკავშირებით დუმს და არ განიხილავს რეზოლუციას.

„ჩვენ ასევე რეგისტრირებული გვაქვს რეზოლუცია, რომელსაც უნდა დაეგმო ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივი ბაზების განლაგება, ამაზე „ქართული ოცნება“ თვეზე მეტია დუმილს არჩევს. თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უწყებებთან არის აუცილებელი კონსულტაცია და თვეზე მეტი ვერ მოახერხეს ამ საკითხის განხილვა მაშინ, როცა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სრული თანხმობა იყო, რომ შეეფასებინათ ეს მორიგი მილიტარიზაცია და აღენიშნათ ის საფრთხეებიც, რაც იქმნება არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უხეშ ხელყოფასა და მკვლელობაზე ჩვენი ხელისუფლება დუმს, როცა ჩვენი მეგობრები ევროპარლამენტში თუ ნატოს ასამბლეაში მუშაობენ საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივიღოთ პასუხი, რას აპირებს ხელისუფლება მაშინ, როცა ევროპარლამენტმა მოითხოვა რეზოლუციით, რომ საქართველოს მთავრობამ წარუდგინოს ყველა იმ დამნაშავის სახელი და გვარი, რათა შეიქმნას ევროპული სია, ანალოგი ტატუნაშვილი -ოთხოზორიას სიისა და უკრაინასთან ერთად, საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო რუსეთს დაეკისროს სანქციები", - განაცხადა აქუბარდიამ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით კი, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა დღეს ევროპარლამენტს და ოპოზიციას უწევს, ხოლო ხელისუფლება მოქალაქეთა მკვლელობაზე დუმს.

„8 ნოემბერს ოპოზიციამ დაარეგისტრირა ერთობლივი რეზოლუციის ინიციატივა პარლამენტში, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამ დრომდე მაშინაც კი, როცა ევროპარლამენტმა მიიღო ამ საკითხზე რეზოლუცია, საქართველოს პარლამენტი, "ოცნება" უარს აცხადებს, რომ საერთოდ განიხილოს ეს რეზოლუცია. ეს საკითხი დადგა ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, განიხილა ბიურომ, მაგრამ არც ერთმა საპარლამენტო ორგანომ არ ჩათვალა მიზანშეწონილად, მიეცეს მსვლელობა და დაჩქარებული წესით ამოიღოს პარლამენტმა ხმა და გამოეხმაუროს ჩვენი მოქალაქის მკვლელობას. ჩვენი ეროვნულო ინტერესების დაცვა დღეს უწევს ევროპას, ევროპარლამენტს და გვიწევს ჩვენ, მაგრამ საქართველოს პარლამენტი და "ოცნება" დუმს, როცა ჩვენს მოქალაქეებს რუსეთის საოკუპაციო ძალები კლავენ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაყენებთ ამ საკითხს დღის წესრიგში და ასევე მოვითხოვთ ხვალ პლენარულ სხდომაზე, რადგან ესაა უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც მყისიერად უნდა რეაგირებდეს პარლამენტი და ქმედით ნაბიჯებს დგამდეს, რომ ტატუნაშვილი -ოთხოზორიას სიაში შევიდნენ, მათ შორის, გინტურის მკვლელები და დაუწესდეთ საერთაშორისო სანქციები,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში