პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ინფორმაციით, მოიპოვეს დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ კიკეთში მდებარე სატყეო ზონის სტატუსის მქონე ტერიტორია, შესაძლოა, მმართველ გუნდთან დაახლოებულ პირს გადაეცეს

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ინფორმაციით, პარტიამ მოიპოვა დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ დაბა კოჯორში, სოფელ კიკეთში მდებარე სატყეო სტატუსის მქონე ტერიტორია, შესაძლოა, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირს გადაეცეს.

როგორც პარტიის საკრებულოს დეპუტატმა ნინო წულაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, მას ინფორმაცია მიაწოდა კიკეთის მცხოვრებმა მარინა ქოჩლაძემ, რომელსაც აღნიშნული ადგილის აუქციონის გზით შესყიდვა ჯერ კიდევ 2014 წლიდან სურდა.

„ადგილობრივ მოსახლესთან საუბრისა და მის მიერ მოწოდებული დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ კიკეთში მდებარე აღნიშნული ტერიტორია სატყეო ზონის სტატუსს ატარებს. მიუხედავად მარინა ქოჩლაძის სურვილისა - შეეძინა ეს ადგილი, მოქალაქის თქმით, გამოიკვეთა, რომ ქონების მართვის სააგენტომ მისთვის ხელის შეშლა დაიწყო. ამის საფუძველზე გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ ამ ტერიტორიას ხელისუფლება თავისთვის ინახავდა.

მოქალაქის მონაყოლიდან და დოკუმენტებიდან ჩნდება ვარაუდი, რომ სატყეო ზონისთვის აპირებენ სტატუსის შეცვლას, მისი გასხვისების შემდეგ.

რაც შეეხება დაინტერესებულ პირს, ქონების მართვის სააგენტოს ცნობით ეს არის ბესიკ აბესაძე, რომელიც სავარაუდოდ მერიასთან დაახლოებული პირია. ის ყიდულობს სატყეო და რეკრეაციულ ზონებს და შემდეგ ითხოვს სხვა ადგილებში ადგილმონაცვლეობას“, - აცხადებს ნინო წულაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე