პროკურატურა „კაბუს" მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

დაკავებული მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს" მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა გაასაჩივრებს. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა გიორგი გოგალაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ბუნებრივია, გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე არ ეთანხმება და კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მიგვაჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული. ბრალდებულს ვედავებით გენდერული ნიშნით ქალის მიმართ ჩადენილ ძალადობას, ასევე მუქარას, რაც იმაში გამოიხატა, რომ ბრალდებულმა ავტომანქანით მოძრაობისას გენდერული ნიშნით, მასთან ერთად მყოფ ქალბატონს დანის ტარი დაარტყა მუხლის არეში, ასევე დანის დემონსტრირებით დაემუქრა დასახიჩრებით და სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას",- განაცხადა გოგალაძემ.

მისივე განმარტებით, დაზარებულს დაზიანებებთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ცნობისთვის, ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე „კაბუს“ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა.

ის პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში