პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელ არაიკ ჰარუთიუნიანს შეხვდა.

საუბრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგი სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს, არამედ მთელ რეგიონს.

რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ღიაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ კონსტრუქციულ პროცესს, რაც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს