ირაკლი ზარქუა - „ნაცებო“ სირცხვილი თქვენ, რომ ჩემი „ხაბე“ გააგდეთ და ვაშაძე „ბლატაობს“, საკრებულოში ხმას იღებდა და აქ? ისე გააკოტრეთ, რომ პარლამენტშიც აღარ მოგყავთ - აი, ეს მოგიტანათ ვაშაძემ

„ნაცებო“ ვაი თქვენ, სირცხვილი კიდევ თქვენ, რომ ჩემი „ხაბე“ გააგდეთ და ვაშაძე „ბლატაობს“ აქ. სად არის ჩემი „ხაბე“? დააბრუნეთ, აქაც კი არ მოგყავთ უკვე, ისე გააკოტრეთ ბოლომდე. საკრებულოში ხმას იღებდა, დადიოდა მაინც და აქ? აი, ეს მოგიტანათ ვაშაძემ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე სამადაშვილი იყო პირი, რომელიც ბრიუსელში დადიოდა და ამბობდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ.

„მინდა გამოვეხმაურო, მარგალიტები რომ გვყავს რადიკალურ ოპოზიციაში - სალომე სამადაშვილი, გადავირიე! ქალი იყო ევროკავშირში ელჩი, აი, ვინც ის დანიშნა... ხელმოცარული რომ არის, რატომ დავარქვი დიპლომატი, 2008 წელს, რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიპყრო, სახლ-კარი წაგვართვა, ხალხი დაგვიხოცა და ერთ სახელმწიფოს ვერ დაეწესებინა სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ არის ხელმოცარული ელჩი, ახლა კი მივხვდი რატომაც ყოფილა - „იზვესტიათი“ იწყებს დილას, რუსულ პრესას ვკითხულობ და იქ თქვენზე წერიაო, რუსულ პრესაში ჩვენზე კარგს როგორ დაწერენ? გაგიჟდები რა, ეს არის ჩვენი ოპოზიცია, აი, სამადაშვილი. ეს რომელია იცით? თავისივე კოლეგებმა რომ ამხილეს, სამნიძემ და ქალბატონმა დეკანოიძემ, აი, ეს იყო, ვინც ევროკავშირში დადიოდა, ბრიუსელში, ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ამბობდა, კანდიდატის სტატუსი არ მივცეთ ახლაო, რადგან „ქართული ოცნება“ მიიწერს და ხელისუფლებაში ისევ ესენი დარჩებიანო. ამ მორალით, ამ ღირსებით, ამ მიდგომით უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, იცის ქართველმა ხალხმა ამათი ხელწერა, ამიტომაც არიან იქ, სადაც არიან დამსახურებულად.

„ნაცებო“, ვაი თქვენ, სირცხვილი კიდევ თქვენ, რომ ჩემი „ხაბე“ გააგდეთ და ვაშაძე „ბლატაობს“ აქ. სად არის, ხომ გეუბნებოდით ამას? სად არის ჩემი „ხაბე“? დააბრუნეთ, აქაც კი არ მოგყავთ უკვე, ისე გააკოტრეთ ბოლომდე. საკრებულოში ხმას იღებდა, დადიოდა მაინც, აქ? აქედან გააგდეთ, აი, ეს მოგიტანათ ვაშაძემ. ვაშაძე ვინ არის? იუსტიციის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი იყო, რაც კი სტრატეგიული ობიექტები გავყიდეთ, რაც კი მავნებლური პროექტი გაკეთდა, ყველგან იყო ეს, მიიწერა იუსტიციის სახლი მე გავხსენიო, მოვიკითხე ეს თემა და საერთოდ შეხება არ ჰქონია, სულ სხვა გვარი მითხრეს, ვინც ამ თემის ინიციატორი იყო, ამან მიიწერა, პოპულისტია, სჩვევია, გასდის და რატომაც არა?!

მინდა თქვენი სახე კიდევ ერთხელ დაგანახოთ რადიკალებს. რამდენიმე დღის წინ, ბელადის ბიძამ განცხადება გააკეთა, ჩემთვის საქართველო მოსაწონია გახლეჩილი, დაპირისპირებული, პოლარიზებულიო და ეს არის ნამდვილი დემოკრატიაო. ეს თქვა იმ კაცმა, „კაი“, ასე ესმის, მაგრამ თქვენ, აქ, ვისაც ოდნავ განსხვავებული მრწამსი, აზროვნება გაქვთ, რატომ არ დაგმეთ? ეს რომელიმე ჩემს მეზობელს რომ ეთქვა, ჯვარს გვაცვამდით, თქვენი ბელადის ბიძამ გააკეთა ეს განცხადება, რომელიმემ დაგმეთ? ვერ დაგმობთ, იმიტომ რომ, ამის ერთი ადგილი უნდა გქონდეთ ეს რომ გააკეთოთ, ამიტომ ხართ იქ, სადაც ხართ, სამართლიანად და ასე იქნებით ბოლომდე, აბა წარმატებები!“, - განაცხადა ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში