გიორგი ვაშაძე - პოლარიზაცია დასრულდება მაშინვე, როცა ხელისუფლებაში იქნება საქმის მკეთებელი ძალა, ვინც ხალხზე იზრუნებს და არა საკუთარ ჯიბეზე

მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რომ დადებითი რეკომენდაცია გასცეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ 15 დეკემბერს საბოლოო კონსენსუსი იქნება და კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ევროკავშირისკენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არის პასუხი იმ რუსულ დეზინფორმაციაზე, რომელსაც ინტენსიურად ავრცელებდა „ქართული ოცნება”.

„ალბათ, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კითხვა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ევროკომისიამ და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“, მთელი ამ პერიოდის მანძილზე ხელისშეშლის მეტს არაფერს აკეთებდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და უფრო მეტიც, ხელისუფლება პრორუსულია - რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ევროკავშირმა? ამას აქვს სამი კონკრეტული მიზეზი: მათ დაინახეს ქართველი ხალხის გულწრფელი სწრაფვა ევროკავშირისკენ და ეს არის ასობით ათასი ადამიანის, რომელიც არაერთგზის შეიკრიბა თბილისის ცენტრში, რათა თავისი ხმა მიეწვდინა ევროპისთვის და მადლობა ქართველ ხალხს მოქმედებისთვის; ეს არის პასუხი იმ რუსულ დეზინფორმაციაზე, რომელსაც ინტენსიურად ავრცელებდა „ქართული ოცნება”. მაგალითისთვის, თუ ომს დავიწყებდით, იქნებოდა კანდიდატის სტატუსი, ან გეოგრაფიულად იმდენად შორს ვართ ევროკავშირისგან, რომ სტატუსს არ მოგვცემენ, ან რომ კანდიდატის სტატუსი არის სათაგური და ეს არის განცხადებები „ოცნების“ ლიდერების, რომ „სტატუსს აქვს ჩალის ფასი“, „დაიტოვონ თავისთვის“ და ამ ყველაფერზე საპასუხოდ ევროკავშირმა გადადგა ძალიან ბრძნული ნაბიჯი, რომლითაც თქვა, რომ ვისაც დემოკრატია უნდა, მათი ადგილი ევროპაშია; ყველა ქვეყანას უგზავნის მესიჯს ევროკავშირი, რომ თუ გინდათ განვითარება და დემოკრატია, გქონდეთ ევროკავშირის იმედი. მეგობრებო, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა - ჩვენ არ გვაქვს სახმელეთო კავშირი, მაგრამ გვაქვს შანსი გავხდეთ ევროკავშირის წევრი და დიდი მადლობა მათ! ახლა მთავარია ჩვენ გავიაზროთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი.

ხელთ მაქვს ევროკომისიის 9 დათქმა და ამ წინაპირობებით ძალიან მკაფიოა პასუხი- შემდეგი არჩევნები არის გეოპოლიტიკური არჩევნები - ვცვლით ხელისუფლებას? უსწრაფესს ვადაში ვასრულებთ ამ წინაპირობებს? მაშინ უსწრაფესად ვხდებით ევროკავშირის წევრი.

პირველი - ებრძოლეთ დეზინფორმაციას, იმ დეზინფორმაციას, რომელსაც „ქართული ოცნება” ავრცელებს. მეორე- მოიყვანეთ შესაბამისობაში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირთან - ვის არ ჰყავს შესაბამისობაში? – „ქართულ ოცნებას”. მესამე - პოლარიზაცია - პოლარიზაცია დასრულდება მაშინვე, როცა ხელისუფლებაში იქნება საქმის მკეთებელი ძალა, ვინც ხალხზე იზრუნებს და არა საკუთარ ჯიბეზე. მეოთხე - ჩაატარეთ თავისუფალი არჩევნები - დიახ, თავისუფალი არჩევნებია ის გზა, რომელმაც საქართველოში დემოკრატიულად უნდა განავითაროს ქვეყანა და ამას ჩვენ გავაკეთებთ, როგორც კი შევცვლით ამ მავნებლურ ძალას.

საპარლამენტო ზედამხედველობა კლანზე, სასამართლო ხელისუფლება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - ვის კორუფციას უნდა ვებრძოლოთ? უნდა ვებრძოლოთ კორუფციას, რომელიც ამდიდრებს ელიტას და აღარიბებს ხალხს - ამიტომ, შემდეგი არჩევნები არის გეოპოლიტიკური არჩევნები, ვიმარჯვებთ არჩევნებში, უმოკლეს ვადაში ვასრულებთ ცხრავე წინაპირობას და დაჩქარებული წესით ვხდებით ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში