გიორგი კაპანაძე - ლევან ხაბეიშვილის გადაყენების შესახებ მოთხოვნის გაჟღერება არასერიოზული და უსაფუძვლოა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის გიორგი კაპანაძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის გადაყენების შესახებ მოთხოვნის გაჟღერება არასერიოზული და უსაფუძვლოა.

მისი შეფასებით, ასეთი მოთხოვნის გაჟღერება წარმოადგენს პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციებთან დაპირისპირებას.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს მაღალი ლეგიტიმაციით, პირველივე ტურში არჩეული თავმჯდომარე. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ლეგიტიმური პოლიტიკური საბჭო და სამდივნო. სწორედ ასეთად მიიჩნევს და ახასიათებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინსტიტუციებს პრეზიდენტი სააკაშვილი. ამიტომ, ასეთი არასერიოზული და ასეთი უსაფუძვლო მოთხოვნის გაჟღერება პირდაპირ გეტყვით, წარმოადგენს პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციებთან დაპირისპირებას. ამიტომ, კარგი იქნებოდა, იმ ადამიანებს, ვინც ითხოვს მათ შორის თავმჯდომარის გადადგომას, ჰქონოდათ წინასწარი კონსულტაციები. პრეზიდენტ სააკაშვილის მკვეთრი და ცხადი პოზიციაა, რომ ის მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს, პოლიტიკურ საბჭოს და სამდივნოს. ყველა ეს ინსტიტუცია არის ლეგიტიმური. ლევან ხაბეიშვილმა პირველივე ტურში მაღალი ლეგიტიმაციით გაიმარჯვა”, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოების ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, წევრები და თანამშრომლები პარტიაში შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას მოქმედ მენეჯმენტს აკისრებენ და პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მოუწოდებენ, თანამდებობა დატოვოს.

მათი განცხადებები სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში