განათლების მინისტრი - შემოვიტანეთ სასკოლო მონიტორინგი, სადაც შევლენ მასწავლებლები, მშობლები და თავად განახორციელებენ მონიტორინგს ბუფეტებზე - დასაშვები გახდა პროდუქტები, რომელიც ჯანსაღი და მისაღებია მოზარდისთვის

ავამოქმედეთ ბრძანება, დასაშვებია ის პროდუქტები, რომელიც ჯანსაღი და მისაღებია მოზარდისთვის. რაც ყველაზე მთავარია, სამინისტროს მხრიდან მონიტორინგის გარდა შემოვიტანეთ ახალი კომპონენტი - სასკოლო მონიტორინგი, სადაც შევლენ მასწავლებლები, მშობლები და თავად განახორციელებენ მონიტორინგს სასკოლო ბუფეტებზე, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განაცხადა, როდესაც ისაუბრა სასკოლო კვებაზე.

„როდესაც სასკოლო კვებაზე ვსაუბრობთ, თუ გვინდა პასუხისმგებლობიანად ვისაუბროთ და სიმართლე ვთქვათ, აქ პრობლემა არ არის ფინანსებში, პრობლემა არის საკვების ხელმისაწვდომობაში, ვინაიდან ფიზიკურად არის სკოლები, სადაც ბუფეტი არ არის და სამწუხაროდ, არც სკოლების გარეთ არ არის არანაირი საკვები ობიექტი. თუმცა, ძალიან ბევრი სკოლა გვაქვს, სადაც არის ბუფეტი, მაგრამ სამწუხაროდ, იქაც იყო გარკვეული ხარვეზები ადმინისტრირების, სურსათის უვნებლობის, ჰიგიენის იმ პროდუქტების დაშვებაში, რომელიც, არ მინდა სიტყვა აკრძალულია გამოვიყენო, მაგრამ მოზარდისთვის არასასურველია. მშობელთა კავშირისა და სხვადასხვა ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მათი უკუკავშირის სრულად გათვალისწინებით დავამტკიცეთ ახალი ბრძანება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან, სურსათის უვნებლობასთან და ყველა უწყებასთან არის გავლილი და გათვალისწინებულია მათი რეკომენდაციები. ჩვენ ავამოქმედეთ ეს ბრძანება, ბუნებრივია, გარკვეული გონივრული ვადა დასჭირდება ამ ბრძანების სრულად ამოქმედებას იმისთვის, რომ დაცული იყოს ჰიგიენა. აკრძალულია ის პროდუქტები, რომელიც ჩამოთვლილია ბრძანებაში. დასაშვებია ის პროდუქტები, რომელიც ჯანსაღი და მისაღებია მოზარდისთვის. რაც ყველაზე მთავარია, სამინისტროს მხრიდან მონიტორინგის გარდა შემოვიტანეთ ახალი კომპონენტი - სასკოლო მონიტორინგი, კერძოდ, ამ კუთხით, სადაც შევლენ მასწავლებლები, მშობლები და თავად განახორციელებენ მონიტორინგს სასკოლო ბუფეტებზე. ეს ადმინისტრირებული იქნება თვითონ სკოლის მხრიდან, თუ შესაძლოა გაქირავებულიც იყოს და ბუფეტში სხვა გარე ბენეფიციარი ახორციელებდეს მენეჯმენტს. ამიტომ, ამ კუთხით შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, იქ, სადაც უკვე ბუფეტები არის სრულად მოწესრიგდება ნებისმიერი ჰიგიენური, სურსათის უვნებლობის, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის გათვალისწინებული სხვა საკითხები და ამის კონკრეტული მონიტორინგის მექანიზმებიც ინერგება“,-განაცხადა ამილახვარმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია