არჩილ თალაკვაძე - 21-ე საუკუნეში პედაგოგებს, რომლებიც დიდი ხანია კომპიუტერებთან სხედან, სხვადასხვა ენაზე ეცნობიან ლიტერატურას და მოსწავლეებს კომპიუტერულ პროგრამებს ასწავლიან, გიორგი ვაშაძე ეუბნება, კომპიუტერებს დაგირიგებთო

21-ე საუკუნეში პედაგოგებს, რომლებიც დიდი ხანია კომპიუტერებთან სხედან და სხვადასხვა ენაზე ეცნობიან ლიტერატურას და მოსწავლეებს ასწავლიან კომპიუტერულ პროგრამებს, ახლა 2023 წლის დეკემბერში გიორგი ვაშაძე ეუბნება, რომ კომპიუტერებს დაგირიგებთო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლების მინისტრს მოუსმინეს.

თალაკვაძის თქმით, ვაშაძის დაპირებები იყო მწირი, უფერული და შეუხედავი.

“ბატონ გიორგი ვაშაძეს მინდა გამოვეხმაურო. ჩემკენ გამოიშვირა ხელი და ამაყად განაცხადა, რომ ჩემი მთავარი მიღწევა არის პასპორტი, პირადობის მოწმობა და იუსტიციის სახლებიო. ჯერ ერთი, ჩვენმა ხელისუფლებამ უფრო მეტი იუსტიციის სახლი ააშენა, ვიდრე თქვენმა ხელისუფლებამ, ბატონო გიორგი.

განათლების სისტემაში რა გააკეთეთ? რას ეუბნებით ხალხს, პასპორტები მოგეცით, პლასტიკური პირადობის მოწმობები გაგიკეთეთ, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა - ადამიანებს ღირსებები აყარეთ, თაბუკაშვილის ქუჩაზე მესამე სართულიდან ადამიანები გადმოყარეთ, პენიტენციურ სისტემაში ჯალათები რომ გყავდათ დანიშნული და ტელევიზიებში რეიდებს რომ აკეთებდით, ეს არის ამის საპირწონე? ხალხს იმას ეუბნებით, რომ იუსტიციის სახლები აგიშენეთ, მაგრამ წართმეული ქონების გადასაფორმებლად დაგვყავდით. ეს არის თქვენი გზავნილი.

კიდევ ერთხელ მოუსმინეთ გიორგი ვაშაძის გამოსვლას. ამ დიაპაზონში როდესაც ყველაფერს შეუძლია დაჰპირდეს საზოგადოებას და ჩვენ ვიცით, რომ ეს მას კარგად ეხერხება, მაინც მისი დაპირებები იყო მწირი, უფერული და შეუხედავი. ჩამოგითვლით, რაც ის მომავალში დაჰპირდა ხალხს, რაც „ქართულ ოცნებას“ უკვე გაკეთებული აქვს. ხელფასებს გაგიზრდით 1500 ლარამდეო. მინისტრმა ეს უკვე დააანონსა. სტარტაპების ფონდს გაგიკეთებთო, რომელიც ხელისუფლებას წლებია გაკეთებული აქვს. კომპიუტერებს დაგირიგებთო პედაგოგებს უთხრა. ეს დაპირებაა თუ საზოგადოების დაცინვაა? 21-ე საუკუნეში პედაგოგებს, რომლებიც დიდი ხანია კომპიუტერებთან სხედან და სხვადასხვა ენაზე ეცნობიან ლიტერატურას და მოსწავლეებს ასწავლიან კომპიუტერულ პროგრამებს, ახლა 2023 წლის დეკემბერში გიორგი ვაშაძე ეუბნება, რომ კომპიუტერებს დაგირიგებთო. ხომ ხვდებით ეს რას ნიშნავს? კომპიუტერებიც დარიგებული აქვთ მოსწავლეებს და კომპიუტერული კლასებიც სკოლების დიდ ნაწილში გახსნილია და ინტერნეტზეც არსებობს წვდომაც, - განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში