„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს აფართოებს

„ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ და მე ამ კონკრეტული ინიციატივით დღეს 16:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს მივმართავ, - ამის შესახებ “ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის განცხადებით, საზოგადოებას დღეს, 16:00 საათის შემდეგ, ექნება კონკრეტული ინფორმაციები იმ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად იქნება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი.

„ლიდერმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოაცხადა კონკრეტული მანიფესტი, რომელსაც შეუერთდა უამრავი ადამიანი. 2023 წლის 23 ნოემბერს ოფიციალურად დასახელდა პრეზიდენტი სააკაშვილი გამარჯვების კოალიციის მთავარ ლიდერად. შესაბამისად, მას ჰქონდა ინიციატივა პოლიტიკური საბჭოს, ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას”, გაფართოების შესახებ. შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოებაზე და მე ამ კონკრეტული ინიციატივით დღეს 16:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს მივმართავ, რაც გულისხმობს პოლიტსაბჭოს გაფართოებას პრეზიდენტ სააკაშვილის, გამარჯვების პლატფორმის ლიდერის, ინიციატივის მიხედვით. მეტიც, საზოგადოებას დღეს 16:00 საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პოლიტიკური საბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ექნება კონკრეტული ინფორმაციები იმ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად იქნება „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი. მე კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყოფილი პოლიტიკური საბჭოს წევრებს - ყველა ის ადამიანი, ვინც იყო „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება პრეზიდენტ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს, სადაც ცალსახად წერია ერთობის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ადამიანები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოში და წარმოადგინონ პარტია. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც იყო „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოში და გაიზიარებს ერთობის მანიფესტს, “ნაციონალური მოძრაობა” მზად არის, პოლიტიკური საბჭო კიდევ უფრო გააფართოოს. რაც შეეხება 16:00 საათზე, პოლიტიკურ საბჭოს მივმართავ ინიციატივით და შესაბამისად, კონკრეტული ადამიანები პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით დაემატებიან პოლიტიკურ საბჭოს. მე მაქვს იმედი პოლიტიკური საბჭოს მხარდაჭერის. დღეს, დღის განმავლობაში საზოგადოებას ეს ინფორმაცია იქნება”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში