თეონა აქუბარდია - მტერთან ერთ დარბაზში ყოფნა უღირსი საქციელია - სწორი იქნებოდა, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მსგავსად, საქართველოს მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება, ეუთო-ს შეხვედრაზე არ ჩასულიყო, რომელსაც ლავროვი ესწრება

სწორი იქნებოდა, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მსგავსად, საქართველოს მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება, არ ჩასულიყო ეუთო-ს შეხვედრაზე, რომელსაც ლავროვი ესწრება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, ისაუბრებს თუ არა მინისტრი ოკუპაციაზე.

„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ლავროვმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეუთო აღარ ყოფილიყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ისევე, როგორც ეუთო-ს პრინციპების წინააღმდეგ მუშაობს რუსეთი უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის კონტექსტში. რა თქმა უნდა, ოკუპირებული ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ ჩასულიყო ამ შეხვედრაზე სწორი იქნებოდა, ისევე, როგორც ეს გააკეთა უკრაინამ და ბალტიის ქვეყნებმა, მაგრამ თუ ის ჩადის და არ ლაპარაკობს საოკუპაციო რეჟიმის იმ უკანონობაზე, რომელიც თამარ გინტურის მკვლელობით დასრულდა, იმ ანექსიურ პროცესებზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, ეს კიდევ ერთხელ გამახსენებს ვიცე-პრემიერის უღირს საქციელს, როცა ის იჯდა და პუტინთან ერთად სადილობდა შეხვედრის დატოვების ნაცვლად, რადგან მტერთან, ოკუპანტ სახელმწიფოსთან და მის ლიდერთან რომელმაც ომი აწარმოა და მოგვიკლა უამრავი ხალხი, უღირსი საქციელია ერთ დარბაზში ყოფნა“, - განაცხადა აქუბარდიამ.

აქუბარდია ასევე გამოეხმაურა 9 დათქმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხს და აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ რეფორმების განხორციელების მოლოდინი არ აქვს, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მიიღებს.

„ამ მოცემულობაში, როცა ქართულ ოცნებას არანაირი პოლიტიკური ნება არ გამოუხატავს რეფორმების განსახორციელებლად, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ვენეციის კომისიის დასკვნებისა, რა მოლოდინი, უნდა მქონდეს, რომ „ქართული ოცნება“ ამას შეასრულებს, მე არ ვიცი, მაგრამ ამის მიუხედავად, მე ვარ პარლამენტის წევრი, მევალება ხალხის დაკვეთის შესრულება და სამუშაო ჯგუფში შევალ”, - განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში