პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ რუსეთთან პოლიტიკურ ფლირტს აგრძელებს - ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი „უკომპრომისოა“  და სჯობს, ეუთოს მინისტერიალზე ისევ დავითაშვილი გაუშვან, რამე კონფლიქტი არ მოხდეს ლავროვთან

ივანიშვილი გონიერი კაცია და დამარცხებულ რუსეთს არ გაჰყვება სამარეში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე გამოეხმაურა Politico-ს სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ამრევების სიაშია და ოლიგარქად არის მოხსენიებული. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ეს სტატია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს.

„იცით, რომ აშშ-მა დაასანქცირა ფარცხალაძე, რომელიც იყო პირი ივანიშვილის გარემოცვიდან. მის ირგვლივ წრე ფართოვდება. მე ვიტყვი, რომ ივანიშვილი გონიერი კაცია და დამარცხებულ რუსეთს არ გაჰყვება სამარეში. რუსეთი დამარცხდება. ივანიშვილს განცდა ჰქონდა, რომ რუსეთი მალე მოიგებდა, იმიტომ იყო, რომ თებერვალში ღარიბაშვილმა ლამის წარმატება უსურვა რუსეთს. შემდეგ ვნახეთ, რომ რუსეთმა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია, მეტიც დამარცხებისთვისაა განწირული უფრო და არა გამარჯვებისთვის. თუ უდიდეს შეთქმულებაში არ მონაწილეობენ საქართველოს წინააღმდეგ, ყველა გონიერი ადამიანი უნდა მიხვდეს, რუსეთს არ უნდა გაყვეს პოლიტიკურ სამარეში,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ის, ასევე, გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობას, სადაც, ასევე, სერგეი ლავროვი მონაწილეობს და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან პოლიტიკურ ფლირტს აგრძელებს.

„უკომპრომისოა“ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი და ისევ დავითაშვილი გაუშვან სჯობს, რამე კონფლიქტი არ მოხდეს ლავროვთან. რა უნდა ვთქვა ამაზე? - ეს ხალხი, იმის ნაცვლად, ქართული ინტერესის გამტარებლები იყვნენ, რუსეთთან პოლიტიკურ ფლირტს აგრძელებენ, რაც რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესში არ არის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს