„ნაციონალური მოძრაობის" თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო გაზდელიანი და თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნეს, ლევან ხაბეიშვილისა და პარტიის ახალი მენეჯმენტის არასწორმა გადაწყვეტილებებმა „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.

„ყველანი თვალყურს ვადებთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე იმ მძიმე პროცესებს, რამაც პრაქტიკულად, პარტია გახლიჩა. ერთობა იყო ყოველთვის უნიკალური ფორმულა იმისთვის, რომ წარმატებებისთვის მიგვეღწია. „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ოდესმე ძლიერი ყოფილა, სწორედ ამ ერთობის პერიოდში. სამწუხაროდ, შიდა არჩევნების შემდგომ, ყველაზე მეტად თუ რამე დაზიანდა, სწორედ ეს ერთობა იყო. დღეს აქ, რა ოფისიდანაც ჩვენ ამ მიმართავს ვწერთ, ეს ის ცნობილი ოფისია, რომელიც სამწუხაროდ, მაისის თვეში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით დაგვიკეტეს, რომ ჩვენ განსხვავებულად ვფიქრობდით. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაგვიკეტეს, რომ ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციაზე ნიკა მელიასთან ერთად მივედით. მეორე დილიდანვე ოფისი დაიკეტა, თუმცა, ოფისს ვინ ჩივის, ჩემს გვერდით დგანან ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, ახალმა მენეჯმენტმა პარტიული სივრციდან გარიყა და ყველა პოზიციას ჩამოაცილა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ხმა არ მივეცით ლევან ხაბეიშვილს და ნიკა მელიას მხარდამჭერები ვიყავით. სამწუხარო რეალობა, რის წინაშეც დღეს ვგავართ, გამოიწვია პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის და ახალი მენეჯმენტის არასწორმა გადაწყვეტილებებმა, რომელმაც პარტია უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, პრაქტიკულად, ჩიხში შეიყვანა, ორად არის გახლეჩილი. ჩვენი აზრით, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მოქმედი თავმჯდომარე გადაადგეს“, - განაცხადა ბესო გაზდელიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის" თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილს მიმართავენ, რომ თანამდებობას ნუ ჩაეჭიდება.

„ჩემო მეგობარო, ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები. არ გიღირს იმად, რომ პარტიის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე შავი ასოებით შევიდეს შენი თავმჯდომარეობა ისევე, როგორც დღევანდელი მენეჯმენტის. ამიტომ, მოგიწოდებთ, დაკავებული თანამდებობიდან გადადგე!“ - განაცხადა გაზდელიანმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში