ზურაბ ჯაფარიძე - როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე, ან თუ ჩადიხარ, პირში უნდა უთხრა რაღაცები - ჩვენი მინისტრი არც ერთის და არც მეორეს გამკეთებელი არ არის

ჩვენ რომ გვქონდეს მოლოდინი, რომ ილია დარჩიაშვილი იქ დადგება და საქართველოს ინტერესებს დაიცავს და სერგეი ლავროვს პირში ეტყვის რაღაცებს, რაც სათქმელია, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ის არაფრის გამკეთებელი არ იქნება, იქ მდუმარედ იქნება, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დასწრებას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, წასვლას და მერე პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვებას, შინაარსი არ აქვს.

„გააჩნია, როგორ მოიქცევა და რას გააკეთებს. ჩვენ, რომ გვქონდეს მოლოდინი, რომ ის იქ დადგება და საქართველოს ინტერესებს დაიცავს და ლავროვს პირში ეტყვის რაღაცებს, რაც სათქმელია, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ის არაფრის გამკეთებელი არ იქნება, იქ მდუმარედ იქნება და ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ეს იქნება პრობლემა, თუმცა მეტიც, დღეს არის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნატო-ში, სადაც, მაგალითად, მონაწილეობას იღებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და ცალკე უკრაინა-ნატო-ს კომისიის შეხვედრაც იმართება. წესით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იქ უნდა იყოს და მანამდე უნდა მოეთხოვა საქართველოს, რომ ასევე, ცალკე ყოფილიყო საქართველოს-ნატო-ს კომისიის შეხვედრა, ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვიდრე იქ დასწრება, სადაც ახლა არის წასული.

მაშინ არ უნდა წასულიყო, ბოიკოტი იქნებოდა გამოსავალი. წასვლა და მერე პროტესტის ნიშნად დატოვებას, შინაარსი არ აქვს. ხომ იცის, რომ ლავროვი ესწრება, ან არ უნდა წახვიდე, ან თუ ჩადიხარ, პირში უნდა უთხრა რაღაცები. ჩვენი მინისტრი არც ერთის და არც მეორეს გამკეთებელი არ არის“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს. უწყების ცნობით, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს, მასზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასწრების გამო. აგრეთვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად ჩრდილოეთ მაკედონიას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც ეწვევა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება