თეონა აქუბარდია - რატომ არ შეიძლებოდა ხელისუფლების წარმომადგენელს შვილი სამხედრო სამსახურში გაეშვა და არა სახელმწიფო თვითმფრინავით სასწავლებლად?! - ერთადერთი, ვინც შვილი ჯარში გაუშვა, ირაკლი ალასანია იყო

რატომ არ შეიძლებოდა მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელს შვილი სამხედრო სამსახურში გაეშვა და არა სახელმწიფო თვითმფრინავით სასწავლებლად?! - ერთადერთი ვინც მახსენდება, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იყო, რომელმაც შვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაუშვა! - აღნიშნული განცხადება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თეონა აქუბარდიამ პარლამენტის ტრიბუნიდან, „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა.

აქუბარდიამ „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს “რეპრესიული“ უწოდა და როგორც განაცხადა, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჯარში წასვლის მოტივაციის გასაზრდელად.

„რომელიმე პოლიტიკოსის, მთავრობის რომელი წევრის შვილი ჯარში წავიდა? ასეთი რამ ვიცით? - არ ვიცით! ერთადერთი ვინც მახსენდება, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იყო, რომელმაც შვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაუშვა. ეს კარგი იყო, მაგრამ რატომ არ შეიძლებოდა იგივე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელს გაეკეთებინათ და არა სახელმწიფო თვითმფრინავით გაეშვა შვილი სასწავლებლად?! ამ მოცემულობაში გასაკვირი არ არის, რომ დამოკიდებულებები არ იცვლება“, - განაცხადა აქუბარდიამ პარლამენტის სხდომაზე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის მიერ ახლადმიღებული “თავდაცვის კოდექსით“ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ყველა სტუდენტი გადავადებით სარგებლობს. შეთავაზებული ცვლილებების პროექტის თანახმად კი, ეს არ შეეხება სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს; ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც განათლებას საქართველოდან დისტანციურად იღებს. აქედან გამომდინარე, გადავადების უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ის პირი, რომელიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით. მათთვის კანონი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის რამდენიმე ფორმის შერჩევის შესაძლებლობას დაადგენს: - რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა; სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა (4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე); სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან - 6, 8, 11 თვე) ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო