ირაკლი კობახიძე - სამოქმედო გეგმა 2024 წლის ბოლომდეა გაწერილი - ერთიანი კომისია არ იქნება, შესაბამის უწყებაში შეიქმნება სამუშაო ფორმატები, თუ არის მთავრობის პრეროგატივა - მთავრობასთან, თუ არის პარლამენტის - პარლამენტთან

სამოქმედო გეგმა 2024 წლის ბოლომდეა გაწერილი - შესაბამის უწყებაში შეიქმნება სამუშაო ფორმატები, თუ არის მთავრობის პრეროგატივა - მთავრობასთან, თუ არის პარლამენტის - პარლამენტთან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის 9 პირობის შესრულებასთან დაკავშირებით მთავრობის სამოქმედო გეგმის და სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, 9 ვალდებულების შესრულების კუთხით, დატვირთვის ძირითადი ნაწილი მთავრობაზე მოდის.

„ერთიანი კომისია არ იქნება, გამომდინარე იქიდან თუ ვისი პრეროგატივაა ამა თუ იმ საკითხის განხილვა, შესაბამის უწყებაში შეიქმნება სამუშაო ფორმატები, თუ არის მთავრობის პრეროგატივა მთავრობასთან, თუ არის პარლამენტის პრეროგატივა, იქნება პარლამენტთან. მაგალითად, სასამართლო საკითხები, პოლიტიკური პარტიების და ა.შ. კანონმდებლობის საკითხები განიხილება პარლამენტში, აქედან გამომდინარე ფორმატებიც შეიქმნება პარლამენტში. გამოქვეყნდება სამოქმედო გეგმა. ზოგადად, საკითხების მოცულობა რომ შევადაროთ 12 პრიორიტეტს, დაახლოებით, 10-ჯერ ნაკლები მაინც არის მოცულობით. შესაბამისად, ბევრად უფრო მარტივია სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაც გახდა საჭირო“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე - მთავრობასთან შექმნილ ფორმატებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება თუ არა ოპოზიციასაც, კობახიძე პასუხობს, რომ „თუ გარკვეული ფორმატი იქნება, სადაც საჭიროა ინკლუზიურობა, მიიწვევენ“.

კობახიძემ ისაუბრა ასევე ვადებზეც, თუ რა პერიოდში ითვალისწინებს 9 პრიორიტეტის შესრულებას სამოქმედო გეგმა და აღნიშნა, რომ ვადები 2024 წლის ბოლომდეა გაწერილი, თუმცა, მისივე თქმით, ზოგიერთი საკითხი დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში მოწესრიგდება.

„უკრაინასა და მოლდოვაზე დასაწევი ჩვენ არაფერი გვაქვს, ორივე ქვეყანას მნიშვნელოვნად ვუსწრებთ წინ ყველა თვალსაზრისით. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც მოწესრიგდება დეკემბრის დასაწყისისთვისაც კი, ან გარკვეული საკითხები დეკემბრის ბოლომდე. არის საკითხები, სადაც ვადები მითითებულია იანვარ-თებერვლამდე და არის საკითხები, რომელზეც 2024 წლის ბოლომდე იქნება საჭირო მუშაობა, ერთ-ერთი არის არჩევნების ჩატარება, ეს არის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც სურათი გვეცოდინება წლის ბოლომდე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაც დაიწყება და გაგრძელდება 2024 წლის ბოლომდე. არის პუნქტების მიხედვით გაწერილი ვადები, ზოგჯერ ჩათვლაშია დეკემბერი, ზოგჯერ - იანვარი, სამოქმედო გეგმა მთლიანად 2024 წლის ბოლომდეა გაწერილი”, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო