ლაშა ფარულავა - „ნაციონალური მოძრაობის” კარი ყველასთვის ღია იქნება, ვინც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს

ეს ინიციატივა გულისხმობს ერთიანობის მანიფესტის სულისკვეთების განხორციელებას და ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის” კარი ყველასთვის ღია იქნება, ვინც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს „ერთიან ნაციონალური მოძრაობაში” პოლიტსაბჭოს სხდომის მიზეზს, გაფართოების გეგმას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გაფართოების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაძლიერდება და ერთიანი ძალებით იბრძოლებს „ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ”.

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის, ერთიანობის მანიფესტის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო ფართოვდება, ძლიერდება და ცხადია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ერთიანობით და ერთიანი ძალისხმევით იბრძოლებს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კარი არის ღია ყველა ინიციატივისთვის, რომელიც მოემსახურება რუსული რეჟიმის დემონტაჟს. ეს ინიციატივა გულისხმობს ერთიანობის მანიფესტის სულისკვეთების განხორციელებას და ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის” კარი ყველასთვის ღია იქნება, ვინც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 16:00 საათზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება, სადაც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მათ საბჭოს გაფართოების ინიციატივას წარუდგენს. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, „გამარჯვების პლატფორმის” ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საზოგადოებას დღეს 16:00 საათის შემდეგ, ექნება კონკრეტული ინფორმაციები იმ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად იქნება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის