იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობისთვის“  სწორი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მელიასთან ერთად „ხაბეს“ გაშვებაც - რჩევა მაქვს „ლელოსთვის“, დამოუკიდებლად ფულის ფლანგვას, სჯობს, ფული გადაუხადო „ნაცებს“ და შენი ხალხი მათ სიაში ჩასვა

შეიძლება მელია გაუშვა, მაგრამ არ მგონია, „ნაცებმა“ ასე მარტივად უარი თქვან იმ ხალხზე, ვინც ახლა „ხაბეს“ გადადგომას ითხოვს - მგონი, საბოლოოდ, „ხაბეს“ თავმჯდომარეობის ზვარაკად შეწირვის საკითხი დადგება დღის წესრიგში, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს გაფართოებაზე ხაბეიშვილის შეთავაზება „ცოტა შეურაცხმყოფელი ჩანს და არ გამოიყურება მაინც და მაინც ზრდილობიანად“.

„ნაცმოძრაობაში“ ისეთი ხალხი დარჩა „ხაბეს“ წყალობის მიღმა, რომლებსაც უფრო მეტი სტაჟი აქვთ „ნაცმოძრაობასთან“ ურთიერთობის, ვიდრე თავად „ხაბეს“. შესაბამისად, მე არ მგონია, ასე მარტივად მორჩეს საქმე და „ნაცებმა“ ასე მარტივად თქვან უარი იმ ხალხზე, რომლებიც ახლა „ხაბეს“ გადადგომას ითხოვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, „ნაცებმა“ შეიძლება გამოსავალი იპოვონ იმით, რომ „ხაბეც“ გადააყენონ და იმ ხალხს, ვინც გაბრაზებული იყო აქამდე, თავზე ხელი მოუთათუნონ და სცადონ დაიბრუნონ. შეიძლება მელია გაუშვა, მაგრამ ამდენი ხალხის გაშვება „ნაცმოძრაობას“ შესაძლოა, არ უნდოდეს და მათთვის სწორი გადაწყვეტილება იყოს მელიასთან ერთად „ხაბეს“ გაშვებაც და ახალი კოლექტიური ორგანოს ჩამოყალიბება, სადაც არავინ არაა თავმჯდომარე და კოლექტიურად იმართება „ნაცმოძრაობა“. ამ დროს, მოგეხსენებათ, ვინ მართავს - მიხეილ სააკაშვილი, ცხადია. კეზერაშვილიც, მაგრამ მაინც „კურთხევა“ მგონი, მიხეილ სააკაშვილის სჭირდება ზემოდან,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, მან წინასაარჩევნოდ პარტიების გაერთიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „გირჩი“ არჩევნებზე მარტო გავა, ხოლო სხვებთან დაკავშირებით ხვიჩიას აზრით, რაციონალური იქნება თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები პარტიას დაუბრუნდებიან, „ლელო“ კი თავის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ჩასვამს.

„რჩევა მაქვს „ლელოსთვის“, დამოუკიდებლად ფულის ფლანგვას, რასაც „ლელო“ წინა არჩევნებზე ეწეოდა, სჯობს ფული გადაუხადო „ნაცებს“ და შენი ხალხი ჩასვა მათ სიაში. ამით არც ოპოზიციური ხმები დაიკარგება და არც „ნაცებთან“ ბრძოლა არ გამოგივა, თორემ ახლა რასაც „ლელო“ აკეთებს, არის გამალებული ბრძოლა „ნაცებთან“.

ჩემი აზრით ის ხალხი, ვისაც იდეა არ გააჩნია, ან „ნაცებში“ ან „ქოცებში“ უნდა გაერთიანდეს. ვისაც იდეა აქვს, მარტოც შეუძლია გასვლა გაბედოს. ვინაიდან „გირჩის“ გარდა სხვა პარტიებს იდეები არ გააჩნიათ, სწორი და რაციონალურია, რომ ისინი „ნაცებსა“ და „ქოცებში“ გაერთიანდნენ. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით ხელი შევუწყოთ ამას და „ნაცებმაც“ არ უნდა დახურონ კარი,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო