ირაკლი ფავლენიშვილი - ირაკლი ეძგვერაძეს და სხვა ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ წამყვანი თანამდებობა თბილისის ორგანიზაციაში, აუცილებლად ვიხილავთ პოლიტსაბჭოში, თუმცა იმის შემდგომ, რაც თბილისის ყრილობა გაიმართება

ირაკლი ეძგვერაძეს და სხვა ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ წამყვანი თანამდებობა თბილისის ორგანიზაციაში, აუცილებლად ვიხილავთ პოლიტსაბჭოში, თუმცა იმის შემდგომ, რაც გაიმართება თბილისის ყრილობა, სადაც ოფიციალურად დამტკიცდებიან და აირჩევიან ეს ადამიანები თანამდებობაზე,- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ეს ყრილობა დეკემბერში ჩატარდება.

„ირაკლი ეძგვერაძეს და სხვა ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ წამყვანი თანამდებობა თბილისის ორგანიზაციაში, აუცილებლად ვიხილავთ პოლიტსაბჭოში, თუმცა იმის შემდგომ, რაც გაიმართება თბილისის ყრილობა, სადაც ოფიციალურად დამტკიცდებიან და აირჩევიან ეს ადამიანები თანამდებობაზე. ეს ყრილობა ჩატარდება დეკემბრის თვეში და, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო თვეების განმავლობაში აჩვენებს უპრეცედენტო მაგალითს შიდა დემოკრატიის და მათ შორის მსგავსი ტიპის თანამდებობის მქონე ადამიანები, როგორიც ბატონი ირაკლია, იქნებიან არჩეულები ფართო ჩართულობით.“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება