პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ" კანონში ცვლილების შეტანას  პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ" კანონში ცვლილება პირველი მოსმენით - 80 ხმით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კანონპროექტის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 იანვრამდე შეუნარჩუნდება შესაძლებლობა უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მან უნდა წარადგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით. გარდა ამისა, კანონის პროექტით „მეწარმეთა შესახებ" კანონს ემატება დადგენილი ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება.

მომხსენებლის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონის ამოქმედების შემდეგ დღის წესრიგში დადგა ამოცანა, რომელიც უკავშირდება ხელახალი რეგისტრაციების საკითხს.

„შესაბამისი ნორმა ითვალისწინებს, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მანამდე დაარსებულმა კომპანიებმა საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ ახალი კანონის მოთხოვნებთან. ეს ვადა იწურება მიმდინარე წლის 31 დეკემბერს. ბუნებრივია, ჩვენს მიერ მიმდინარეობდა დაკვირვება თუ რამდენად სწრაფად და რამდენად ყველა სუბიექტი ახორციელებდა ხელახალი რეგისტრაციის განხორციელებას. სამწუხაროდ, მიმართვიანობის ტემპი ბიზნესის მხრიდან არცთუ მაღალია და შესაბამისად, საკმაოდ დიდია იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც სავარაუდოდ, მოქმედ ბიზნესებს წარმოადგენენ და საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში არ მოუყვანიათ ახალ კანონმდებლობასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით, რომ ერთი მხრივ, გადავადდეს რეგისტრაციის ვადა და გარდა ამისა, ახლებურადაც რეგლამენტირდეს გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული ცალკეული საკითხი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო