პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომელიც მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურების ოდენობას  შეეხება

პარლამენტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება მეორე მოსმენით - 83 ხმით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგლამენტის პროექტის მიხედვით, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან იცვლება პარლამენტის წევრთა შრომის ანაზღაურების ოდენობა. კერძოდ: იზრდება გასამრჯელო პარლამენტის წევრებისთვის, მათ შორის, იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც იკავებენ საპარლამენტო თანამდებობებს. ასევე, იცვლება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.

„რეგლამენტის ცვლილება დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააცნო. მისი განმარტებით, პროექტის პირველი მოსმენისას პირველი მუხლი შესწორდა და აბსოლუტური თანხები ჩანაცვლდა კოეფიციენტებით, როგორც ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

ცვლილებების თანახმად, პარლამენტის წევრებისთვის განსაზღვრული სახელფასო კოეფიციენტები იწყება 8-ით და მთავრდება 10-ით, შესაბამის თანამდებობებზე გადანაწილებით.

შემდგომში ანაზღაურება დადგინდება მისი ნამრავლით საბაზო თანამდებობრივ სარგოზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დგინდება ყოველწლიურად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა