გიგა ბოკერია - ჩვენს მიმართ საფრთხე არსებობს ის, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც პოლიტიკურ ამოცანად ექნებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანება და ევროკავშირთან რეალური დაახლოება

ჩვენს მიმართ საფრთხე არსებობს ის, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ეს პოლიტიკური ამოცანა აქვს -საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირთან რეალური დაახლოება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა თუ არა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიციამ შეაფერხოს, გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამ მიმართულებით ეფექტიანად იმოქმედებდა.

„ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ნატო-ს საკითხს ევროკავშირისგან განაცალკევებენ. ჩვენ უნდა გავთვალოთ იმაზე, რაზეც გავლენა გვაქვს. გავლენა გვაქვს იმაზე, რომ დემოკრატიული ცვლილების შედეგად ისეთი მთავრობა უნდა მოვიყვანოთ, რომელსაც ეს პოლიტიკური ამოცანა ექნება. ამის შემდეგ შეგვიძლია სერიოზულად ვიმსჯელოთ, როგორი პოზიციონირება გვექნება საერთაშორისო ასპარეზზე. სანამ ივანიშვილის რეჟიმი წარმოგვადგენს, გათვლები იმაზე, რომ ორბანის ამ ნაბიჯს პასუხს გავცემთ, უბრალოდ, არასერიოზულია იმის გამო, რომ ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ მიმართულებით ეფექტიანად იმოქმედებდა“, -განაცხადა ბოკერიამ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს