გიორგი ბარამიძე - პარტიის ყრილობა რამდენიმე თვეში ჩატარდება, ამიტომ მგონი, არავისთვისაა პრობლემა, რომ ამ თვეებში ჩამოყალიბდეს - ნიკა მელიას შეუძლია, პარტიაში დაბრუნდეს და ახალ პოლიტიკურ საბჭოს შემოუერთდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეუძლია, რომ მანიფესტს ხელი ფიზიკურად არ მოაწეროს და საჯაროდ მიუერთდეს მას.

მისივე განცხადებით, ნიკა მელია პარტიიდან ოფიციალურად გავიდა, ვინაიდან, ამის შესახებ საჯაროდ გააკეთა განცხადება, თუმცა შეუძლია, რომ პარტიაში დაბრუნდეს და ახალ პოლიტიკურ საბჭოს შეუერთდეს.

„ყრილობა რამდენიმე თვეში ჩატარდება, ამიტომ, მგონი, პრობლემა არაა არავისთვის, რომ ამ თვეების განმავლობაში ჩამოყალიბდეს. ნიკა მელია, სამწუხაროდ, პარტიიდან გავიდა და ეს ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა. ის [პარტიიდან] ოფიციალურად არის გასული. გასვლა წესდებით, საქართველოს კანონმდებლობით, ორი გზით ხდება. ერთია წერილობით, მეორე, ოფიციალური საჯარო განცხადებით. საჯარო განცხადებით გააკეთა ეს ნიკამ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ის წინადადება, რაც არის ჩამოყალიბებული ჩვენს მანიფესტში, არ ეხება. ითქვა, ლევან ხაბეიშვილის მხრიდანაც, რომ კარი ყველასთვის ღიაა, ვინც კი, წინა პოლიტსაბჭოს წევრი იყო. მანიფესტზე ფიზიკური ხელმოწერა აუცილებელი არ არის, უბრალოდ, საჯაროდ მიერთებაც საკმარისია. ნიკასაც შეუძლია დაბრუნდეს პარტიაში და ახალ პოლიტიკური საბჭოს შემოუერთდეს. მანიფესტი არის ერთობისა და არა ვინმეს პარტიიდან გაშვების, მით უმეტეს, გაგდებისა და გარიყვის დოკუმენტი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა, არის და მომავალშიც, ღმერთმა არ მოშალოს. ოღონდ ერთი რამ არის - ჩვენ უნდა შევძლოთ და უკეთესად გავაკეთოთ ის, რომ ეს აზრთა სხვადასხვაობები ისეთ პროცესში არ გადაიზარდოს, როდესაც ჩვენი მოწინააღმდეგეები, ამ მომენტში, კონკრეტულად, საქართველოს მოღალატეობრივი ძალა და „ნაციონალურ მოძრაობის“ განადგურებაზე ორიენტირებული „რუსული ოცნება“ ამას სათავისოდ გამოიყენებს“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ამასთან, ბარამიძე ჟურნალისტის შესაბამისის კითხვის საპასუხოდ ადასტურებს, რომ ნიკა მელიამ მანიფესტს ხელი პარტიის ყრილობამდე უნდა მოაწეროს.

ბარამიძის განცხადებითვე, პარტიის პოლიტიკურ საბჭოს მეტი პოლიტიკური ლეგიტიმაცია სჭირდება და საჭიროა, რომ ძველი პოლიტიკური საბჭოს წევრები ახალშიც იყვნენ.

„ვსაუბრობთ მეტ პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე. მეტ პოლიტიკურ ლეგიტიმაციაში მოიკოჭლებს ეს პოლიტიკური საბჭო. ამის აღიარებაა ამ დოკუმენტში. სწორედ, ამისათვის გვჭირდება, დაბრუნდნენ ჩვენი ის კოლეგები, მეგობრები და თანამებრძოლები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ძველ პოლიტიკურ საბჭოში წარმოადგენდნენ“,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა