გიგა ბოკერია - სწორია პრეზიდენტის მხრიდან მოთხოვნა, რომ საკონსულო წარმომადგენლობები ბევრ ადგილას გაიხსნას

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სწორია პრეზიდენტის მხრიდან მოთხოვნა, რომ საკონსულო წარმომადგენლობები ბევრ ადგილას გაიხსნას.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეძლოს.

„ჩვენი ამოცანა არის, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მოვახერხოთ მოქალაქეების დახმარება, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება ჰქონდეთ. სწორი მოთხოვნაა, რომ საკონსულო წარმომადგენლობები ბევრგან გაიხსნას. მე ამაზე ამ ხელისუფლების პირობებში იმედებს არ დავამყარებდი იმიტომ, რომ ეს მათი ინტერესი არ არის. საზოგადოებამ და არა მარტო პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა ვიპოვოთ ერთმანეთი, აქტიური მოქალაქეები, რომლებიც ამ ბარიერის მიუხედავად მაინც, სხვა ქალაქშიც რომ იყვნენ დაორგანიზდებიან და იპოვიან ერთმანეთს. მგონია, რომ ოპოზიციის ძალისხმევა პირველ რიგში, ამისკენ უნდა იყოს მიმართული. გათვლა იმაზე, რომ ეს ხელისუფლება დაემორჩილება საღ აზრს ან რაციონალურ არგუმენტებს, ან თუნდაც საერთაშორისო წნეხს, არ მაქვს“, - განაცხადა ბოკერიამ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ახლა ძალიან საზიანოდ ხდება იმაზე ფოკუსირება, არჩევნებზე რომელი პარტია ვისთან გაერთიანდება.

„თვეების განმავლობაში ძალიან საზიანოდ ხდება ფოკუსირება იმ საკითხზე, თუ ვისთან იპოვის საერთო ენას. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი საკითხი ტაქტიკურად სწორ მომენტში, მაგრამ იქამდე ყველა პოლიტიკური ძალისთვის და „ევროპული საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ მეტი აქტიური მოქალაქე. ჩვენ გვჭირდება იმ მოქალაქეების გაზრდა, ვინც იმ ცვლილებს და შინაარს უჭერს მხარს, რომელსაც ჩვენ. ამიტომ, ვმუშაობთ შინაარსზე“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და ამისთვის მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს პარტნიორ ქვეყნებთან.

პრეზიდენტის თქმით, ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის შიში აქვთ არალეგალ ქართველებს, თუმცა, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამაზეც შეიძლება მოლაპარაკება პარტნიორებთან, რომ მათ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა ისე, რომ ადგილი პოლიციისგან საფრთხე არ იგრძნონ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო