ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ, ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

„მე ამის შესახებ ბევრჯერ მისაუბრია და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს ჩემი პოზიცია არ მოსწონს, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში, მის შესახებ საუბარია საჭირო. არ არსებობს ისეთი ხალხი, მეზობლები, ახლობლები რომლებსაც ერთმანეთთან ომი არ ჰქონიათ. მთელი ევროპა ამის ნათელი მაგალითია. ჩვენ მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობებს ვეძებთ, რათა ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ეს კონფლიქტი არ დავუტოვოთ“, - განაცხადა სერგეი შამბამ.

სერგეი შამბამ აღნიშნა, რომ იგი სახალხო დემოკრატიას დღემდე უჭერს მხარს.

„ამიტომ საჭიროა საუბარი და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება. მაგრამ ეს ბევრ ადამიანს არ ესმის. არც აფხაზეთში და არც საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ არიან აგრესიულად განწყობილნი ადამიანები. მაგრამ მჯერა, რომ დროის გასვლასთან ერთად ესეც გაივლის, მაგრამ ომის შემდეგ დიდი დრო გავიდა, 30 წელი და შეიძლება ურთიერთგაგებისკენ ნაბიჯების გადადგმის დაწყება. მაგრამ ეს ძალიან ნელა ხდება. მე ყოველთვის სახალხო დემოკრატიას ვუჭერდი მხარს და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს ერთმანეთის გაგების შესაძლებლობა იყო. ეს მნიშვნელოვანი იყო, რათა პრობლემა მკვდარი წერტილიდან დაძრულიყო. ახლაც ამას ვუჭერ მხარს. ვფიქრობ, რომ კომუნიკაციის სხვადასხვა არხების გამოყენებაა საჭირო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ბევრს არ მოსწონს, ჩვენს ხალხებს შორის არსებობს კონფლიქტი, რომელიც ბევრი ისტორიული წინაპირობით და განსაკუთრებით ომის შედეგად დაიბადა. აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად საჭიროა საუბარი და მომავალში თანაარსებობისთვის ურთიერთგაგების გზების მოძიება“, - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელმა წევრმა, ვახტანგ ყოლბაიამ შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა იმას, რომ სერგეი შამბა საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელიც კომპრომისებს და სიტუაციებიდან გამოსვლის პრაგმატულ გზებს ეძებს.

„ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული, თუ სურვილი იქნება. დღეს, ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს, რომ კონკრეტული ურთიერთობებისთვის მზად ვიყოთ, მაგრამ მენდეთ, რომ თბილისი ამას ელოდება. როგორც იცით, ჩვენი საზოგადოებების წარმომადგენლების გარკვეული ნაწილი ხვდება ერთმანეთს, ექიმები, მასწავლებლები და სხვები, როგორც ამბობენ ძალიან ვიწრო ხაზია. თბილისის პოზიციიდან ვამბობ, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს უფრო გამბედავები უნდა ვიყოთ, რომ იგივე აფხაზ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის გზები გავხსნათ. მე ძალიან მიხარია, როცა ვამბობთ რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის დაკარგული და ჩვენ რაღაც შეიძლება ისევ გამოგვივიდეს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა