საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის არჩეულ გენერალურ მდივანთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 33-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) არჩეულ გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, არსენიო დომინგესი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება. ის IMO-ის გენერალურ მდივნად 2023 წლის ივლისში ორგანიზაციის საბჭოს 129-ე სესიაზე აირჩიეს.

„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, მათ შორის, საზღვაო განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების სისტემის განვითარების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში საქართველო საზღვაო სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე საუბარი წარიმართა მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა ქვეყნის საზღვაო სფეროში მომსახურების „ერთი ფანჯრის სისტემის“ დანერგვა, ნავსადგურების გაერთიანების სისტემის ჩამოყალიბება და სხვ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობას ანაკლიაში, სადაც საზღვაო სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს უნდა დაიწყოს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსენიო დომინგესი ერთ-ერთი პირველი სამუშაო ვიზიტით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ხელმძღვანელის რანგში, საქართველოს ეწვევა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაცია ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ლონდონში იმყოფება, სადაც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური ასამბლეის 33-ე რეგულარული სხდომაში მონაწილეობს. სესიის ფარგლებში განხილულ იქნა ორგანიზაციის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და 2024-2025 წლის ბიუჯეტის განხილვა. დღის წესრიგში იყო ასევე ასამბლეის კომიტეტების შექმნა, საბჭოს მიერ მოხსენების წარდგენა და კომიტეტების მიერ, მათ შორის საზღვაო უსაფრთხოების, იურიდიული, საზღვაო გარემოსდაცვითი და ტექნიკური კომიტეტის რეკომენდაციების მოსმენა. სესიის დღის წესრიგის თანახმად, 1-ელი დეკემბერს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოს წევრების არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში