რომან გოცირიძე - ილია დარჩიაშვილის გამოსვლაში სხვა ტონი უნდა ყოფილიყო - უნდა ყოფილიყო ლავროვისადმი პირდაპირი პასუხი და არა ის, რომ სახლში მომზადებული ტექსტით გამოვიდა

დარჩიაშვილის მიმართვა უნდა ყოფილიყო პერსონალური - უნდა ყოფილიყო დაგმობილი მინისტერიალში ლავროვის მონაწილეობა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ეუთოს მინისტერიალში საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მონაწილეობასა და სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა საქართველოს უარი ეთქვა მონაწილეობაზე.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინა, ისევე, როგორც ეს გააკეთა 5-მა ქვეყანამ. ჩვენ ვნახეთ, რომ თავდასხმის ობიექტი იყო საქართველო და მოყვანილი იყო, როგორც დასასჯელი ქვეყნის ნიმუში. ასეთ ვითარებაში საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა უნდა ყოფილიყო უფრო მკვეთრი, უნდა ყოფილიყო პირდაპირი პასუხი და არა ის, რომ სახლში მომზადებული რაღაც ტექსტით გამოვიდა. მასში ბუნებრივია, კრიტიკული ელემენტებიც იყო, მაგრამ როცა დარბაზში ზის ადამიანი, რომელიც ჰააგის სასამართლოზე უნდა გასამართლდეს, პერსონალური მიმართვაც უნდა ყოფილიყო მის მიმართ და სხვა ტონი უნდა ყოფილიყო გამოსვლაში. ყველაზე ლოგიკური იყო, რომ არ მიეღო საქართველოს მონაწილეობას, ბოლოსდაბოლოს თუ იღებდა, წინასწარ უნდა ყოფილიყო დაგმობილი ლავროვის დაშვება ამ კონფერენციაზე,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან