გენერალური პროკურატურა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ ანგარიშში სახელმწიფო უწყებების, მათ შორის საქართველოს პროკურატურის როლი პოზიტიურადაა შეფასებული

საქართველოს პროკურატურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2022 წლის ანგარიშს ეხმაურება.

უწყების ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველომ გააგრძელა კონტრტერორისტულ საკითხებში აქტიური ჩართულობა და აშშ-ის ძლიერ მოკავშირედ დარჩა.

ანგარიშის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებულ ვითარებას, ისევე როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს სახელმწიფო უწყებების მუშაობას პოზიტიურად აფასებს და ამ კუთხით აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის როლიც.

„ტერორიზმთან დაკავშირებული ვითარება საქართველოში მშვიდი და სტაბილური იყო. საქართველოს, ზოგადად, შეუძლია ტერორიზმის შემთხვევების აღმოჩენა, აღკვეთა და მათზე რეაგირება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ტერორიზმთან დაკავშირებული შემთხვევების გამოძიების უფლებამოსილება და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს უწყებებთან, მათ შორის, საქართველოს პროკურატურასთან”, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოში ტერორიზმის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის შეთქმულება, რომელსაც, სავარაუდოდ, ისლამური რევოლუციის გვარდიის დაჯგუფებასთან დაკავშირებული ირანელები ხელმძღვანელობდნენ.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით კრიმინალიზებულია ტერორიზმის მხარდამჭერი ქმედებები, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსება, კიბერტერორიზმი, წვრთნის ჩატარება და ინსტრუქტაჟის გაწევა, ტერორიზმისკენ მოწოდება და ტერორისტულ ორგანიზაციაში ჩაბმა, მათ შორის, უცხოელი მებრძოლებისა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე