გიორგი ამილახვარი საქართველოში ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში მონაწილობდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „დიდი ბრიტანეთი-საქართველო: საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების სფეროში“, რომელიც ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების საკითხებს ეძღვნება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესების კუთხით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბრიტანულ-ქართული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. მან მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებსა და ბრიტანეთის საბჭოს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და არაერთი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის.

„თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში აუცილებელია სხვადასხვა საჭირო უნარების განვითარება ჩვენი ბავშვებისთვის, რომ მათ შეძლონ არსებულ კონკურენტულ გარემოში თავისუფლად ადაპტირება. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია უცხო ენების, განსაკუთრებით კი, ინგლისური ენის ცოდნის გაძლიერება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი კონფერენცია.

ჩვენ საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის გაუმჯობესების კუთხით უკვე შემუშავებული გვაქვს სტრატეგია, როგორც სკოლებისთვის, ასევე, განათლების სხვა საფეხურებისთვის. ამასთან, სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს ინგლისური ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარების და დანერგვის კუთხით. შედეგად, მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ჩვენს მოსწავლეებში ინგლისური ენის ცოდნის ხარისხს, რაც საშუალებას მისცემს მათ იყვნენ კონკურენტუნარიანები მსოფლიო ასპარეზზე“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

სამინისტროს განმარტებით, კონფერენცია, რომელიც საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა, ხელს შეუწყობს ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების სფეროში ბრიტანულ-ქართული დიალოგის გაღრმავებას, ამ მიმართულებით ცოდნის გაზიარებასა და პროფესიული კონტაქტების დამყარებას.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ინგლისური ენის სტრატეგიის როლი საქართველოში ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. ამასთან, გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი ბრიტანელ და ქართველ პროფესიონალებს შორის სწავლებისა და შეფასების ისეთ მეთოდებზე, რომლებიც მორგებული იქნება ადგილობრივ საჭიროებებზე და, ამავე დროს, შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელმა ზაზა ფურცელაძემ, დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, სწავლებისა და შეფასების სპეციალისტებმა, ინგლისური ენის მასწავლებლებმა, განათლების სფეროს წარმომადგენლებმა და მკვლევრებმა.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება