ბექა ოდიშარია - გრიგოლ ვაშაძეს ისე შესძულდა „ნაცები“ არც დაიბარა, ისე გაიქცა, მელია, ჰაერივით თავმჯდომარე გააგდო არაფრისმცოდნე ხაბეიშვილმა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ მთელი პარტია აჯანყდა - ყველაფერი კანონზომიერია, რაც მათ თავს ხდება

გრიგოლ ვაშაძეს ისე შესძულდა ესენი, არც დაიბარა ოფისში, ისე გაიქცა კაცი, აღარ მინდა თქვენთან ურთიერთობაო. შემდეგი თავმჯდომარე იყო მელია - სრული ბუშტი და ჰაერი, ვითომ სააკაშვილს იხსნიდა, დაარტყამდა წრეს ამ კანცელარიას, დაახვია თავბრუ ამ ხალხს. ეს ჰაერივით თავმჯდომარე გააგდო ამ არაფრისმცოდნე ხაბეიშვილმა, ხაბეიშვილი ისე მოიქცა, რომ მთელი პარტია აჯანყდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა ლონდონში დავით კეზერაშვილთან გიორგი ვაშაძის, პეტრე ცისკარიშვილისა და გიორგი ჩალაძის ჩასვლა, ოდიშარია პასუხობს, რომ მათ „ახალი ინსტრუქციები მიიღეს“.

„მათი კონსპირაციული მოძრაობების შესახებ არ ვიცი, ვერ მოგახსენებთ. ალბათ, იმ ადამიანს ლონდონში რაღაც ჰქონდა საყიდელი და თავს ხომ არ შეირცხვენდა და მათ გამო მოსკოვში ხომ არ გაბრუნდებოდა, სადაც არის, იქ ჩაიყვანა, იქ არ იქნება, სენეგალში იქნება, სენეგალში ჩაიყვანს, თუ არადა, აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში. როცა ადამიანი პირდაპირ, კონვერტით კვებავს კონკრეტულ პარტიულ ორგანოს, ბუნებრივია, მისი მესვეურები დამოკიდებულები არიან და რა თქმა უნდა, სადაც ინსტრუქციებისთვის დაიბარებენ, იქ ჩავლენ. ახალ ინსტრუქციებს მიიღებენ, როგორ უნდა იმოქმედონ. ამ პარტიაში, რაც ხდება, წარმოუდგენელია, მათი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, პროვინციის გუბერნატორად წავიდა სხვა ქვეყანაში, შემდეგ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს, ისე შესძულდა ესენი, არც დაიბარა ოფისში და გაიქცა კაცი, აღარ მინდა თქვენთან ურთიერთობაო. შემდეგი თავმჯდომარე იყო მელია - ბუშტი და ჰაერი, ვითომ სააკაშვილს იხსნიდა, დაარტყამდა წრეს კანცელარიას, დაახვია თავბრუ ამ ხალხს. ეს ჰაერივით თავმჯდომარე გააგდო ამ არაფრისმცოდნე ხაბეიშვილმა, ხაბეიშვილი ისე მოიქცა, რომ მთელი პარტია აჯანყდა და ახლა უნდა, რომ მაინ რიდის „უთავო მხედარივით“ იყვნენ და პარტიას საერთოდ თავმჯდომარე არ ჰყავდეს, ისე შეაძულა არა მხოლოდ ქართველ ხალხს, საკუთარ პარტიასაც თავი. ასეთი პარტიაა, როგორც იმართებიან, რა ინსტრუქციებსაც იღებენ, ის ემართებათ, ყველაფერი კანონზომიერია, რაც მათ თავს ხდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენელს, მათ შორის, ასაკოვან მანდილოსანს ვუსმინე, რომელმაც თქვა, რომ ეს არის „ბოლშევიკური“ პარტია, ხატია დეკანოიძემ, ფრაქციის თავმჯდომარემ კარი გაიხურა და თქვა, რომ „ბოლშევიკური“ პარტიააო. ეს ის პარტიაა, ჩვენ რომ პრორუსულს გვეძახის, ეს ის პარტიაა, რომლის თავმჯდომარე, დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სამშობლოს უარმყოფელია და კაცი მეზობელ სახელმწიფოში, პროვინციაში სამუშაოდ წავიდა, ალბათ, ოდესის პორტში დიდი ფული იშოვებოდა... გრიგოლ ვაშაძემ იმდენად მოიძულა საკუთარი პარტია, ისე გადადგა, არც დაუბარებია, 3-4 დღე ეძებდნენ სად იყო გრიგოლ ვაშაძე, მელია იყო და თავისი მოღვაწეობა ფიასკოთი დაამთავრა, იმდენად არაფრისმაქნისი და იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა სააკაშვილისთვის, რომ მასზე ხაბეიშვილს გაამარჯვებინეს, ეს ხაბეიშვილი, რაც არის, კი ხედავთ, „კურკუმალ ვაითი“, არამხოლოდ ქართველი ხალხი ვერ იგუებს და შეიძლება ითქვას, რომ ვერ იტანს კიდეც სამართლიანად, არამედ, საკუთარ პარტიაში ვეღარ გუობენ და ნახევარი პარტია მის გადაყენებას ითხოვს, არა მხოლოდ გადაყენებას, ხალხს იმდენად შეაძულა თავი, თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას ითხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ზურგის ქარი მისურვებია მათთვის ამ გზაზე“, - განაცხადა ოდიშარიამ.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ვახტანგ ხმალაძე - როცა ცესკოს მიმართ ნდობა დაბალია, არჩევნების ჩატარება სახიფათო რისკების შემცველია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ