კობა კობალაძის ვიზიტი აბუ-დაბიში TAPS-ის გლობალური ფედერაციის ფორუმის შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე აბუ-დაბიში, TAPS-ის (Tragedy Assistance Program for Survivors - ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის) ეგიდით გამართულ გლობალური ფედერაციის ფორუმს ესწრებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული საერთაშორისო დონის ღონისძიებაში, რომელიც 29 ნოემბერს დაიწყო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ომის, შეიარაღებული კონფლიქტებისა და სამხედრო სამსახურის დროს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებზე მზრუნველი როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელი პირები იღებდნენ მონაწილეობას. კობა კობალაძე, ფორუმზე, TAPS-ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ქალბატონი ბონი ქეროლის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა.

TAPS-ის (Tragedy Assistance Program for Survivors - ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის) ეგიდით გამართულ გლობალური ფედერაციის ფორუმის ფარგლებში, დასკვნითი სემინარი შედგა. შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს, რომლებშიც მათ ქვეყნებში მცხოვრები ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და მარჩენალაკარგულთა მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტები იყო ასახული. ისაუბრეს მათ წინაშე ჯერ კიდევ არსებულ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

კობა კობალაძემ, ბონი ქეროლთან და სხვადასხვა ქვეყნების ვეტერანთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს, საქართველოს ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, მარჩენალდაკარგულები დგანან, მიუხედავად სამთავრობო ინსტიტუციების, კერძო სექტორისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ განხორციელებული სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის პროექტებისა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ გამოწვევათა დასაძლევად საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების ვეტერანთა ორგანიზაციებთან კოორდინირებული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კობა კობალაძემ, სხვადასხვა ქვეყნების ვეტერანთა ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერა ხელი, რომლებიც ითვალისწინებს სამსახურის ბენეფიციართა როგორც სოციალური, ისე ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტების შემუშავებას და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გაცვლით პროგრამების ეტაპობრივ განხორციელებას.

კობა კობალაძის ვიზიტი აბუ-დაბიში დასრულდა.

ინფორმაციისთვის, ბონი ქეროლი ამერიკელი ვეტერანის, გარდაცვლილი ბრიგადის გენერლის, ტომი ქეროლის მეუღლეა. 1994 წელს, ბონი ქეროლმა, ომში დაღუპულთა ოჯახების მხარდასაჭერად, ორგანიზაციაTragedy Assistance Program for Survivors (TAPS) დააარსა და მათი თანადგომისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა მხარდამჭერ პროექტებსა და ღონისძიებებს, ატარებს სემინარებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ