რუსებმა ხერსონში მრავალსართულიანი კორპუსი და ორი საავადმყოფო დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ხერსონში მრავალსართულიანი კორპუსი და ორი საავადმყოფო დაბომბეს, არის მსხვერპლი. ხერსონის დაბომბვის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომან მროჩკო და ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებენ.

რომან მროჩკოს ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

რაც შეეხება საავადმყოფოებს, როგორც ალექსანდრე პროკუდინი აცხადებს, შენობები დაზიანებულია, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი