გიორგი კაკაურიძე - არც ერთი შემთხვევა, არც ერთი ფაქტი არ დასტურდება, რომ საქართველოს მონაწილეობით რაიმე სანქციაზე გვერდის ავლა მომხდარიყო

არც ერთი შემთხვევა, არც ერთი ფაქტი არ დასტურდება წელიწად ნახევრის განმავლობაში, რომ საქართველოს მონაწილეობით რაიმე სანქციაზე გვერდის ავლა მომხდარიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

კაკაურიძე მედიაში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი სანქცირებული ტვირთების კონტრაბანდაზე საუბრობს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მსგავსი საუბრები სანქცირებულ ტვირთებზე „აბსოლუტური სიცრუეა“.

„სახელმწიფო ინსტიტუციებიდან, რომლებიც მეტ- ნაკლებად პასუხისმგებელნი არიან სანქციების აღსრულებაზე, ძირითადად, ეს არის ჩვენი უწყება - შემოსავლების სამსახური და საბაჟო, სხვა უწყებებთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი შემთხვევა, ერთი ფაქტი არ დასტურდება წელიწად ნახევრის განმავლობაში, რომ საქართველოს მონაწილეობით რაიმე სანქციაზე გვერდის ავლა ყოფილიყო. ყველა ის ყოფილი თანამშრომელი, თუ ვიღაცის ინიციატივით საუბარი, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში, არის აბსოლუტური სიცრუე. კონკრეტულ შემთხვევაზე შსს-მაც გააკეთა განცხადება, თუმცა, ზოგადად კოორდინაციაში ვართ როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შესაბამის სამსახურებთან და არც ერთი შემთხვევა არ დასტურდება, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებულ იყოს ვინმეს მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის. სრულყოფილად ვასრულებთ სანქციებს როგორც ფინანსურ, ასევე საბაჟო ნაწილში და ტვირთის გატარებასთან დაკავშირებით. ამ ადამიანს უნდა ჰკითხოთ ალბათ, რატომ იგონებს მსგავს თემას, რადგან არც ამ ადამიანს მოუტანია რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, რომ საქართველო გამოყენებულია სანქციების გვერდის ავლისთვის, ვერ მოიტანს ვერავინ, რადგან ეს არ ხდება,“ - განაცხადა კაკაურიძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს