პაატა მანჯგალაძე - თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინმეს რამე არ მოსწონს, მიმართოს მიხეილ სააკაშვილს, რადგან ლიდერი არის ის - ის, რაც ხდება, პარტიას ასუსტებს, ანგრევს

ეს არის მიხეილ სააკაშვილის პარტია და მიხეილ სააკაშვილს როგორც უნდა, ისეთი გადაწყვეტილება მიიღება „ნაციონალურ მოძრაობაში“ - თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, მიხეილ სააკაშვილს მიმართოს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც საქართველოსთვის და რეჟიმის ცვლილებებისთვის იბრძვის, ისინი აუცილებლად ერთად იქნებიან.

„მე არ წარმოვადგენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიის შიგნით მიმდინარე საკითხებზე არ ვისაუბრებ. კერძოდ, ვინ არის მტყუანი და მართალი, ამის გარჩევაში არ შევალ, მაგრამ ჩემს პოზიციას, როგორც მოქალაქის და გარედან მაყურებლის ვიტყვი - პირველ რიგში, ეს გაბრაზებული ხალხი უნდა ჩამოყალიბდეს. ისინი ამბობენ, რომ „ხაბეიშვილი არაფერს არ წყვეტს“ და :ყველაფერი ხაბეიშვილის ბრალია და გადადგეს“. ახლა ჩამოვყალიბდეთ - ხაბეიშვილი არაფერს არ წყვეტს, თუ ხაბეიშვილის ბრალია ყველაფერი? როგორ შეიძლება ორივე პროპაგანდა აწარმოო წარმატებულად, რომ იძახო ხაბეიშვილს არავინ არაფერს არ ეკითხება, არაფორმალური მმართველობაა და თან იძახო ხაბეიშვილი გადადგეს და ყველაფერი დალაგდება. აი, როგორ არის თავსებადი ერთმანეთთან? მეორე, ეს არის მიხეილ სააკაშვილის პარტია და მიხეილ სააკაშვილს როგორც უნდა, ისეთი გადაწყვეტილება მიიღება ამ პარტიაში. თუ ასე არ არის, მაშინ მითხრან. პირდაპირ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. 23 ნოემბერს ერთიანობის შეკრება იყო, სადაც გიორგი ვაშაძე გამოვიდა და თქვა, რომ „არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ გამარჯვების კოალიციის წამყვანი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი“.

რატომ არ მოაწერეს ხელი თანხმობის შეთანხმებას? ამ დოკუმენტს ლევან ხაბეიშვილმა, პეტრე ცისკარიშვილმა ხელი მოაწერა. 2016 წელს იმდროინდელი მენეჯმენტი (ბოკერიას გუნდი, რომ ერქვა), რომ არ მოგვწონდა, ჩვენ ვთქვით და დავამთავრეთ, გავედით და შევქმენით პარტია. თვითმმართველობის არჩევნებზეც გავედით და პარლამენტშიც მოვხვდით, არ დანგრეულა ქვეყანა. რამდენი ხანი უნდა ანგრიო ან ანჯღრიო საკუთარი პარტია?!

გამოცდილებამ გვანახა, რომ ვინც საქართველოსთვის და რეჟიმის ცვლილებებისთვის იბრძვის, ისინი აუცილებლად ერთად იქნებიან და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ, ნიკა მელია და გუნდის ის წევრებიც, ვინც ნაწყენი არის, ვიქნებით ერთად საქართველოს გათავისუფლების ბრძოლაში, ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე: ასუსტებს თუ არა იმ მთავარ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც ხელისუფლების შეცვლა უნდა, პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ „კი ასუსტებს, ანგრევს, პირდაპირ ვიტყვი არ ეხმარება“. რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას, ხომ არ ნანობს „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პოლიტიკური გაერთიანების გადაწყვეტილებას, ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, „რას ჰქვია ვნანობთ, ჩვენ გააზრებული გვქონდა, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს რყევებით იქნებოდა. ასე ადვილი არ არის“.

რაც შეეხება მანჯგალაძის განცხადებას, რომ ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, პარტიას ანგრევს, მისი თქმით, ეს პოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება.

“ნაციონალური მოძრაობა არ იშლება... მიხეილ სააკაშვილმა თქვა: „არანაირი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ახალი მენეჯმენტის“ და ასევე თქვა, რომ „ამ პროცესის ლიდერი არის თვითონ“. თუ ვინმეს რამე არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილს მიმართოს“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა