აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულის მეზობელი -  ხელოსანი კაცია, არანაირი ბიზნესი არ ჰქონია - ბიზნესმენი რომ იყოს, ასეთ პირობებში იცხოვრებდა?

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

დაკავებულ ნოდარ ვაშაკიძის მეზობლის განცხადებით, შემთხვევის მომენტში დაზარალებულიც და დაკავებული მამაკაციც ნასვამი იყვნენ. ამასთან, მეზობელი უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სისხლიანი გარჩევა ბიზნესწილების გადანაწილებას უკავშირდება.

„ვაშაკიძეს 38 წელია ვიცნობ, უწესიერესი, ხელოსანი ბიჭია. ბოლო დროს, თუ არ ვცდები, ნათესავთან მუშაობდა. არანაირი ბიზნესი არ ჰქონია. რამდენადაც ვიცი, დაჭრილს იცნობდა. აქ ძმები ცხოვრობენ, ორივე ხელობაზე მუშაობს. შეძლების ნაწილში ფაქტი სახეზეა, ბიზმესმენი რომ იყოს, ასეთ პირობებში იცხოვრებდა?

ნასვამი იყო ესეც, ნასვამი ყოფილა ისიც, ეტყობა, შელაპარაკება მოხდა, რა, როგორ იყო, არ ვიცი. კონფლიქტური არასდროს ყოფილა, თუ რამე კონფლიქტი ხდებოდა, პირიქით, სულ ცდილობდა დაელაგებინა... ადგილზე დააკავეს, პოლიცია იქ იყო, მთელი ზაარბრიუკენის მოედანი გადაკეტილი იყო“, - განაცხადა მეზობელმა.

არსებული ინფორმაციით, ნოდარ ვაშაკიძე წარსულში ნასამართლევია.

ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნოდარ ვაშაკიძემ 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძეს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ვაშაკიძემ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც.

ნოდარ ვაშაკიძე განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

რაც შეეხებათ დაჭრილებს, 23 წლის პოლიციელის, გიგი ოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკა „ჰელსიკორშია“ მოთავსებული. 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძე კი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნოდარ ვაშაკიძეს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა