გიგა ბოკერია - ნებისმიერი პროექტი, რომელიც ეკონომიკურად რუსეთზე მეტად უფრო დამოკიდებულს გვხდის, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული

ნებისმიერი პროექტი, რომელიც ეკონომიკურად რუსეთზე მეტად უფრო დამოკიდებულს გვხდის, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ინგუშეთში რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.

მისი თქმით, რუსეთთან ნებისმიერი სახის „დაახლოება" მისი აგრესიის პირისპირ დაუცველებს გვტოვებს.

„ნებისმიერი პროექტი, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც საქართველოს უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის რუსეთზე ეკონომიკურად, განსაკუთრებით დღეს, როცა დასავლეთი დაგვიანებით მაგრამ ცდილობს პუტინის რუსეთის იზოლაციას, არის პირდაპირ მიმართული ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. იმიტომ რომ ჩვენ მოგვათავსებს ამ დაპირისპირების, თავისუფალ სამყაროსა და რუსეთსა და ტირანიებს შორის, მეორე მხარეს. ანუ მარტოებს დაგვტოვებს რუსეთისა და ტირანიების პირისპირ და ეს არის პირდაპირი საფრთხე, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც. ამიტომ, არავინ უნდა მოვტყუვდეთ იმით, რომ თითქოს ეს დაახლოება ჩვენ გვიცავს რუსული აგრესიისგან", - აცხადებს გიგა ბოკერია.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება