მიხეილ ყაველაშვილი - აუცილებელია, რომ „ნაცმოძრაობა“ გასამართლდეს

„ნაცმოძრაობა" იყო აბსოლუტურად დანაშაულებრივი, ანტი ძალა, რომელიც იმის მაგალითია, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა", როგორც პარტია, უნდა გასამართლდეს.

„შესაძლოა „ნაცმოძრაობის" მაგალითზე, სამომავლოდ, ახალგაზრდებს ვასწავლოთ, თუ რას ნიშნავს ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება. როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, როგორი არ უნდა იყოს პარტია - ამის მაგალითია „ნაცმოძრაობა".

ის, რომ ეს დანაშაულებრივი, ბელადზე აგებული პარტიაა, მის ყოფილ თუ მოქმედ წევრებსაც უთქვამთ. იმას, რასაც 10 წლის წინ ვამბობდით მათზე, უკვე ერთმანეთზე ამბობენ. აუცილებელია, რომ ეს ძალა გასამართლდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომლის კომენტარს „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა