თაკო ჩარკვიანი - ნიკა მელიას უკან ყოველთვის იყო გიგა ბოკერია - ეს ბიჭი, ლევან ხაბეიშვილი რა ტალახსაც იტანს, გაოცებული ვუყურებ მის მოთმინებას

ნიკა მელიას უკან ყოველთვის იყო გიგა ბოკერია, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გრიგოლ ვაშაძეს ისე ლანძღავდნენ მელიას მომხრეები, რომ „ოცნების“ მომხრეებსაც გადაასწრეს.

„მელიას უკან 2016 წელსაც იდგა გიგა ბოკერია. კაცმა გამარჯვება მოუტანა „ძალა ერთობაშიას“, მელიას მომხრეები ტროლ-ბოტებს ასწრებდნენ საკუთარი ლიდერის, გრიგოლის ლანძღვაში. გიგა ბოკერიანიკა მელიაზე გავლენა ჰქონდა, აქ ორი აზრი არ არის. ნიკას ყოველთვის თვალი ეჭირა პარტიის თავმჯდომარეობაზე. მე ეს ჯერ კიდევ გრიგოლის არჩევნების პერიოდში შევამჩნიე. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გრიგოლს ისე ლანძღავდნენ მელიას მომხრეები, რომ „ოცნების“ მომხრეებს ასწრებდნენ. ეს იყო ჩემთვის საკვირველი რამ, რადგან კაცს არაფერი არ დაუშავებია, გარდა იმისა, რომ მეორე ტური მოუტანა ოპოზიციას, არნახული გამარჯვება. გრიგოლს ეუბნებოდნენ რატომ არ დაიცავი ხმებიო“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, გაოცებულია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოთმინებით, რადგან მას ბევრი „ტალახის ატანა“ უწევს.

„ეს ბიჭი[ლევან ხაბეიშვილი] რა ტალახსაც იტანს, გაოცებული ვუყურებ მის მოთმინებას. მომწონს ამღიარებელი კაცი, ამღიარებელი ადამიანი. თქვა, რომ მე ვარ ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე, მაგრამ მე ვარ მიხეილ სააკაშვილის იდეით დაფუძნებულ პარტიაში. ეს ძალიან საინტერესო განცხადებაა. ამ ბიჭს[ნიკა მელიას], ხომ ვერ ვათქმევინეთ ვერასდროს. მელია ამბობს, - „მე, მე, მე...“, - უკაცრავად რა, შენი ნაშრომი არ არის მარტო. მელიამ მიშას ხმები მინდა, დაფინანსება მიშას მოპოვებული მინდა, საგარეო პოლიტიკაში სააკაშვილით მინდა ყველაფერი, მაგრამ „პიპინ-პიპინით“ უნდა ვიარო და დავაძინო პროცესიო“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია