ადვოკატი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე - ბრალდებასთან დაკავშირებით ვერ გიპასუხებთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციიდან გამომდინარე, ის წინააღმდეგია ინტერვიუ მივცე იმ საკითხზე, რაც მას ეხება

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 23 წლის პოლიციელის, გიგი ოთიაშვილისა და 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ნოდარ ვაშაკიძეს ბრალი წარედგინა.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ვაშაკიძის ადვოკატმა, ზურაბ ქიტიაშვილმა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

ადვოკატი ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, დეტალებზე არ საუბრობს.

ქიტიაშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ დაკავებულს ბრალდება ორი მუხლით წარედგინა, თუმცა, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს, არ აკონკრეტებს.

ამასთან, ადვოკატი უარყოფს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნოდარ ვაშაკიძე წარსულში ნასამართლევია.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ნოდარ ვაშაკიძეს ბრალი წარედგინა. ბრალდებასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციიდან გამომდინარე, მას არ სურს ინტერვიუ მივცე იმ საკითხზე, რაც მას ეხება, წინააღმდეგია“, - განაცხადა ქიტიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 39 წლის ნოდარ ვაშაკიძემ 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძეს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ვაშაკიძემ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც. ნოდარ ვაშაკიძე განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. რაც შეეხებათ დაჭრილებს, 23 წლის პოლიციელს, გიგი ოთიაშვილს და 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძეს, ქრირგიული ჩარევა დასჭირდათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა