გიორგი კახიანი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი და უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, დავით მათიკაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბობურ უსმანოვს შეხვდნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ისაუბრეს თანამშრომლობის გაძლიერებაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატში.

„ძალიან თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში გამართული შეხვედრისას ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებობს. ვისაუბრეთ იმ ურთიერთობების გაძლიერებაზე, რომელიც ისტორიულად ჩამოყალიბდა ჩვენს ხალხსა და სახელმწიფოებს შორის. ასევე, საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე“, - განაცხადა გიორგი კახიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია